ავადმყოფის სახლში მოვლა – ძილი

ამ  გვერდიდან შეგიძლიათ  გამოიწეროთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები  ,,ამაზონიდან”. იხ. ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები

ძილი არის ცნობიერების დროებითი გამოთიშვა და ის დრო, რომელსაც სხეული აღდგენისა და დასვენებისათვის საჭიროებს. ყველა ადამიანს, ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, აქვს ინდივიდუალური მოთხოვნილება ძილზე. ასაკის მიხედვით ძილზე მოთხოვნილება დღე-ღამის განმავლობაში განსაზღვრულია:

  • ახალშობილები – 18 – 19 საათი
  • ბავშვები – 12 – 14 საათი
  • სკოლის ასაკის ბავშვები – 10 – 12 საათი
  • მოზრდილები – 8 – 9 საათი
  • ზრდასრული ადამიანები – 6 – 8 საათი
  • ხანდაზმულები – 6 საათამდე

♦ ნაწოლების საწინააღმდეგო საშუალებები ,,ამაზონზე” decubitus ulcer cream>>> 
♦ ორთოპედიული ბალიში ძილისათვის >>>
♦ ორთოპედიული ბალიში ფეხებისათვის >>>
♦ ორთოპედიული ბალიში ზურგისათვის >>>


ძილის დარღვევა საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას. ამიტომ მოვლის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს ძილისა და ღვიძილის სწორად წარმართვა. ძილის დარღვევის თავიდან აცილება რომ შევძლოთ, საჭიროა გავაცნობიეროთ ამის ნამდვილი მიზეზები. ეს შეიძლება იყოს:

  • ზოგადად ავადმყოფობა, სიცხე, ჰაერის უკმარისობა, ტკივილები
  • გარემო ფაქტორები: მოუხერხებელი საწოლი, უჩვეულო მდგომარეობა, არამყუდრო გარემო, ცუდი ჰაერი, ძნელად მოსანელებელი საკვები, შუქი, ხმაური, ქვეშაგების ნაკეცები და სხვა
  • დღე-ღამური რიტმის შეცვლა: როცა ადამიანები ღამე ფხიზლობენ, ხოლო დღე სძინავთ
  • გონებრივი გადაძაბვა
  • ნერვული სისტემის სხვადასხა დაავადებები

აუცილებელია ძილისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნა:

  • ემოციური განტვირთვა (წიგნით, მუსიკით, მშვიდი საუბრით)
  • ოთახის ხშირი განიავება, ორპირი ქარის თავიდან აცილება
  • თბილი გარემოს შექმნა
  • საღამოს ტუალეტი და თბილი ჰიგიენური პროცედურები
  • ფეხების თბილი აბაზანა (დაძინების წინ ფეხები თბილი უნდა იყოს)
  • საღამოს მსუბუქი კვება, დამამშვიდებელი ჩაის მიღება
  • მოხერხებული წოლა

საჭიროების შემთხვევაში ავადმყოფს ექიმის დანიშნულებით უნდა მივცეთ მისთვის ინდივიდუალურად შერჩეული საძილე საშუალება. დღე-ღამის რიტმის შეცვლა ხშირად გამოწვეულია დღის არასწორი დაგეგმვით. ლოგინს მიჯაჭვულ, მწოლიარე ავადმყოფს აუცილებელია ჰქონდეს დილის განცდა: დროულად წამოჯდომა, დილის ტუალეტი და საუზმე. თუ ეს არ ხდება რეგულარულად და დილაობით ავადმყოფი ძილს გვიანობამდე აგრძელებს, მას აუცილებლად ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი. სწორად მოვლის ერთერთი აუცილებელი პირობაა მოძრაობა. ერთ პოზიციაში ხანგრძლივად ყოფნამ შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი გართულებები.

ხანგრძლივი წოლის შემდეგ მობილიზაციის (წამოჯდომა, წამოდგომის) დაწყების წინ აუცილებელია ფეხებზე ელასტიური ბინტით ანტითრომბოზული ნახვევის გაკეთება ან კომპრესიული წინდის ჩაცმა.


♦♦ კომპრესიული წინდები ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონზე” Compression Socks >>  


მობილიზაცია

მობილიზაციაში იგულისხმება პაციენტის გადაადგილება საწოლში, გადმოსმა საწოლიდან სკამზე, სავარძელზე, ან ინვალიდის ეტლში და პირიქით. ასევე ავადმყოფის წამოყენება და დახმარება სიარულში ბინაში, თუ შესაძლებელია სუფთა ჰაერზეც. ვარჯიშები ავადმყოფებს ინდივიდუალური სქემით ენიშნება სპეციალისტის მიერ.

წოლითი მდგომარეობების შეცვლა

წოლითი მდგომარეობების შეცვლა უნდა მოხდეს ავადმყოფის შეგრძნებების და მოთხოვნის გათვალისწინებით, მინიმუმ ყოველ 3 საათში. თუ საერთო მდგომარეობა მძიმეა, კანი შეწითლებულია ან უკვე წარმოქმნილია ნაწოლი, მაშინ წოლითი მდგომარეობები უნდა შეიცვალოს საათში ერთხელ.

  • საჭიროა ყველა სახსრის სისტემატურად, ფრთხილად ამოძრავება, რათა თავიდან ავიცილოთ კონტრაქტურების ჩამოყალიბება (სახსრების ჩაკეტვა).

აღებულია: http://www.genesis.org.ge/brochure26/brochure26.htm; გადასვლა >> ავადმყოფის სახლში მოვლა