დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
- ბავშვის ოთახის საწმენდი (სარეცხი, სადეზინფექციო და სხვ.) საშუალებები
- ბავშვის ჭურჭლის (სათამაშოების და სხვ.) სარეცხი საშუალებები
- მწერებისა და კოღოებისაგან დამცავი ბადეები
- საბავშვო რეპელენტები
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის
ჩვენ უკვე ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ სისუფთავე საცხოვრებელში და რატომ უნდა დავიცვათ ჰაერი, რომლითაც ბავშვი სუნთქავს — მტვერის, ბოლის და მავნე ნივთიერებებისგან. ოთახი, რომელშიც დედა და ბავშვი იცხოვრებენ წინასწარ უნდა მომზადდეს, ოთახიდან უნდა გავიტანოთ ზედმეტი ნივთები. აუცილებელია მოეწყოს ბავშვის კუთხე, საწოლი, ლოგინი, ბავშვის ნივთების და თეთრეულის დასალაგებელი კარადა ან თაროები.
ბავშვის კუთხე, სადაც განთავსდება მისი საწოლი, გამოსაცვლელი მაგიდა, კარადა, თაროები, მოსავლელი ნივთები — ოთახის ყველაზე ნათელ კუთხეში უნდა განთავსდეს.
ბავშვის ოთახი აუცილებელია ყოველდღე სველი წესით დასუფთავდეს, ავეჯი კი ნოტიო ჩვრით უნდა გაიწმინდოს.
ზაფხულში ფანჯრებზე სპეციალური, მწერებისგან დამცავი ბადე უნდა დამაგრდეს.
ბავშვის ოთახში არ უნდა იყოს ზედმეტი ავეჯი, რაც ნაკლებადაა დატვირთული ოთახი, მით მეტი ჰაერია და ნაკლები მტვერი. იმისათვის რომ ოთახში მეტი მზის სხივები შემოვიდეს, არ უნდა ჩამოვაფაროთ სქელი ფარდები. ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვის ოთახის რეგულარული განიავება. ცივ პერიოდში უნდა გამოვაღოთ სარკმელი 10-15 წთ-ით ყოველ 3-4 სთში. 1. ბავშვი; 2. ახალშობილი ბავშვის მოვლა. სისუფთავე
- გაფრთხილება
- წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.