ბრეკეტები ორსულობის დროს

ბრეკეტები ორსულობის დროს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ორსულებისათვის საჭირო ნივთები ,,ამაზონზე”
ორსულთა კაბები 
ორსულთა მაისურები 
ორსულთა შარვლები 
ორსულთა შორტები 
ორსულთა ქამრები (ბანდაჟები)
ორსულთა ბიუსჰალტერი 
ორსულთა ქვედა საცვლები 
ორსულთა საცურაო კოსტუმები 
ტანსაცმელი ორსულთათვის 
ფეხსაცმელი ორსულთათვის 
თეთრეული ორსულთათვის 
ჯინსები ორსულთათვის 
კოლგოტები ორსულთათვის 
ტოპები ორსულთათვის 
ბალიშები ორსულთათვის  
ვიტამინები პრენატალური (მშობიარობის წინა) პერიოდისათვის ,,ამაზონზე”


შეიძლება თუ არა ბრეკეტები ორსულობის დროს?

შეიძლება თუ არა ავირჩიოთ სხვა გზა და ორსულობის დროს პირიქით, შევეცადოთ გავუმკლავდეთ ჯანმრთელობის პრობლემებს – არასწორ თანკბილვას და ირიბად მდგარ კბილებს? ორთოდონტების უმრავლესობა დამაკმაყოფილებლად პასუხობს ამ შეკითხვაზე.

როგორ მოხდა ეს

რამდენიმე ათწლეულის წინ სტომატოლოგი-ორთოდონტები ბრეკეტების დაყენებას ორსულობის დროს მიზანშეწონილად არ მიიჩნევდნენ და როდესაც პაციენტი ამცნობდა ორსულობის არსებობის შესახებ, მაშინვე ხსნიდნენ უკვე დაყენებულ სისტემას. არსებობდა ვარაუდები, რომ ბრეკეტებმა შეიძლება გამოიწვიოს მინანქრის დაშლა, რომელიც ორსულობის დროს ისედაც მყიფე ხდება. თუმცა, ხანგრძლივი სამეცნიერო გამოკვლევების შემდეგ ეს ფაქტი არ დადასტურდა. კალციუმის პრეპარატებით სწორი მკურნალობითა და დაბალანსებული კვებით ადვილად შეიძლება ორგანიზმში კალციუმის სტაბილურად შენარჩუნება, ეს კი ნიშნავს, რომ ორსულ ქალს ბრეკეტები ზიანს ვერ მიაყენებენ.
ორსულობის დროს ორთოდონტული მკურნალობის უკუჩვენებები არ არსებობს. ყველა თანამედროვე ბრეკეტი შესრულებულია განსაკუთრებული მასალებისგან, რომლებიც არ შლიან კბილის მინანქარს და შექმნილია კბილის ფიზიოლოგიური და სტრუქტურული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ერთადერთი და აუცილებელი პირობაა მომავალი დედების რეგულარული ვიზიტები ორთოდონტთან და მისი ყველა რეკომენდაციის შესრულება.

დეკრეტის შემდეგ ლამაზი ღიმილი

ლამაზ, ქათქათა და სწორ ღიმილზე ოცნებობს პრაქტიკულად ყველა ქალი და ორსულები გამონაკლისი არ არიან. რომელ დედას არ სურს იყოს მიმზიდველი თავისი ქმრისა და ბავშვისთვის? ბევრისთვის ცნობილია, რომ კბილების გასწორება ამჟამად შეიძლება არა მხოლოდ ბავშვთა და მოზარდთა, არამედ უფრო დიდ ასაკშიც და ამით წარმატებულად სარგებლობენ. თუმცა, თანკბილვის გასწორებას დრო სჭირდება – კბილების კარგი მოვლა, ექიმთან ხშირი ვიზიტი. მომუშავე ქალისთვის ყოველთვის ადვილი არ არის დროს მოძებნა ასეთი მკურნალობისთვის. მაშინ როდესაც ორსულთა უმრავლესობის ცხოვრება ნაკლებ გაჯერებული ხდება, ისინი იშვითად ჩნდებიან ხალხში. ეს ნიშნავს, რომ ბრეკეტები ნაკლებ ფსიქოლოგიურ დისკომფორტს შეუქმნიან და თანკბილვის გასწორების პროცესი უფრო წარმატებული იქნება. მომავალი დედები ოცნებობენ დეკრეტის შემდეგ სამსახურში გავიდნენ არა მარტო დედისა და შემდგარი ქალის ახალი სტატუსით, არამედ მომხიბლავი ღიმილის მქონე ლამაზმანის სტატუსითაც.

აუცილებელია გვახსოვდეს

ბრეკეტები ორსულობის დროსკბილების უშუალო გასწორების წინ ორთოდონტის პრაქტიკულად ყველა პაციენტს ესაჭიროება, თუნდაც პირის ღრუს მინიმალური სანაცია: დაბჟენა და ზოგჯერ კბილების ამოღებაც. ბრეკეტების დაყენება ასევე შეუძლებელია რენტგენოგრამის – სურათების გარეშე, რომლებიც დაწვრილებით ინფორმაციას იძლევიან, რაც ექიმს საშუალებას აძლევს გამოავლინოს არსებული კარიესული ღრუები, შეაფასოს კბილისა და მისი ირგვლივმდებარე ძვლოვანი ქსოვილის ზოგადი მდგომარეობა, ასევე ყურადღება მიაქციოს ყბის ქსოვილის მდგომარეობას. ყველა მსგავსი გამოკვლევისა და მკურნალობის ჩატარება უმჯობესია ორსულობამდე.
ბრეკეტების ტარების დროს აუცლებელია დავიცვათ პირის ღრუს ჰიგიენა კბილებისა და ღრძილების ნებისმიერი დაავადების განვითარების გამოსარიცხად. გახსოვდეთ, რომ ორსულობის დროს კბილების მკურნალობა, განსაკუთრებით დაყენებული ბრეკეტების დროს, შეიძლება ძალიან გართულებული იყოს.

გასათვალისწინებელია, რომ ბრეკეტების ტარება ბევრს უქმნის დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნებას. ახალი ღიმილისკენ გზა ადვილი არასოდეს არ ყოფილა და ყველაზე თანამედროვე ბრეკეტ-სისტემებსაც კი არ შეუძლიათ უმტკივნეულო მკურნალობის გარანტირება. ორსული მზად უნდა იყოს ორგანიზმზე მომატებული დატვირთვისადმი როგორც ორსულობის, ასევე კბილების გასწორების თვალსაზრისით. აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს. გადასვლა >> 1. სტომატოლოგია 2. ორსულობა და მშობიარობა, მეანობა

.