ძილი და ბავშვი

ძილი და ბავშვი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

 ბავშვის საწოლები  ,,ამაზონზე”
 საწოლი-ტრანსფორმერები
 საწოლები მოგზაურობისათვის 
 საწოლები ჩვილებისათვის 
 ბავშვის საწოლი-კალათები 
 ბავშვის ლულკები 
 ბავშვის აკვნები 
 პორტატული საბავშვო საწოლები 
 ორიარუსიანი საბავშვო საწოლები  
 ბავშვის საწოლები კლასიკური 
 საწოლები მოზარდებისათვის 
ღამის სანათები ბავშვის ოთახისათვის

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტ-მაღაზიებში >>

ძილი ისეთივე აუცილებელია ბავშვისთვის, როგორც სწორი კვება და სუფთა ჰაერი. ბავშვისთვის მხოლოდ ღამის ძილი საკმარისი არაა, მას დღისითაც უნდა ეძინოს.

ძილის ხანგრძლივობა

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტ ხანს სძინავს.
ახალშობილს სძინავს თითქმის მთელი დღე-ღამე, დაახლოებით 20 სთ. შემდგომში გაცილებით მეტ ხანს ფხიზლობს და ნაკლები სძინავს.
2-3 თვის ბავშვს, ყოველი კვების წინ  2-1,5 სთ სძინავს, 3-დან 10 თვემდე – დღეში 3-ჯერ და 10 თვიდან -1,5 წლამდე — 2 ჯერ დღეში.
2 თვიდან ბავშვი უნდა მივაჩვიოთ ყოველთვის ერთიდაიგივე, გარკვეულ დროს დაძინებას.
თუ ბავშვი სწორად იკვებება, რეგულარულად სეირნობს, სისუფთავეშია, ფხიზლობის დროს სათამაშოებითაა დაკავებული, თუ მას მოხერხებული საწოლი აქვს, _ ის ყოველთვის სწრაფად, ადვილად დაიძინებს და მშვიდად ეძინება.
დღისით ზაფხულშიც და ზამთარშიც ბავშვი გარეთ, ჰაერზე უნდა დავაძინოთ.  სუფთა ჰაერზე მას ყოველთვის კარგად სძინავს. ბავშვს სრულ სიჩუმესა და სიბნელეში ძილს ნუ მიაჩვევთ. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ ოთახში სადაც ბავშვს სძინავს, ძალიან ხმაურობენ, ან ანთია კაშკაშა სინათლე, ბავშვი მშვიდად ვერ დაიძინებს და მისი ნერვული სისტემა ვერ დაისვენებს.
პირველ კვირებში ძალიან ადვილია მივაჩვიოთ ბავშვი მთელი ღამე მშვიდად ძილს. ამისათვის ყოველთვის გარკვეულ დროს უნდა ვაჭამოთ და დავაძინოთ, მოხერხებულ საწოლში, კარგად განიავებულ ოთახში.

ძილი და ბავშვითუმცა არსებობს სხვა მიდგომაც — ბავშვის კვებისა ძილის თავისუფალი რეჟიმი. მაგრამ, გამოცდილებიდან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი ცუდად ორგანიზებული ბავშვები უფრო მეტს ჭირვეულობენ და დედა ვერ ასწრებს ვერც სახლის საქმეების გაკეთებას, ვერც დასვენებას.

თუ ბავშვს მშვიდად არ სძინავს, შფოთავს — უნდა ვიპოვოთ ამის მიზეზი და აღმოვფხვრათ. ზოგჯერ ბავშვს, სამსახურიდან დაბრუნებული უფროსები ზედმეტად ართობენ, ოთახში ხმაურია, ჩახუთულობა, თამბაქოს ბოლია, ყველა ეს ნაკლი უნდა გამოსწორდეს.
ბავშვს ძილის წინ მშვიდი გარემო უნდა შევუქმნათ, გამოვაღოთ სარკმელი, ხშირად კარგად მოქმედებს ბანაობა, რის შემდეგაც ბავშვს როგორც წესი 5-6 სთ გადაბმულად სძინავს. გადასვლა >> ბავშვი


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.