✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის ტემპერამენტი
განსაზღვრეთ თქვენი შვილის ტემპერამენტი
ადამიანის ტემპერამენტი ანუ პიროვნების ემოციური ცხოვრების საფუძველი ოთხ ტიპად იყოფა. ეს დაყოფა ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს მიერაა აღწერილი და თანამედროვე ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიასა და ფიზიოლოგიაშიც მიღებულია.
ტემპერამენტის ტიპებია: სანგვინიკური, ქოლერიკული, ფლეგმატიკური და მელანქოლიკური. აქვე არ დაგავიწყდეთ, რომ ოთხი კონკრეტული ტიპის მიუხედავად, ტემპერამენტების აღრევა ჩვეულებრივი მოვლენაა. ანუ თუ ადამიანი სანგვინიკური ტიპისაა, მას შესაძლოა ქოლერიკის თვისებებიც გააჩნდეს და ა.შ.
ამრიგად, კარგი იქნება, თუ ყველა ტიპის შესახებ გექნებათ ინფორმაცია, რათა ბავშვში მათი ამოცნობა შეძლოთ და შემდგომი დამოკიდებულება სწორად შეარჩიოთ.
რატომაა აუცილებელი, რომ შვილების ტემპერამეტს საფუძვლიანად ვიცნობდეთ? ჯერ მარტო იმიტომ, რომ მშობლისა და შვილის ტემპერამენტებს შორის განსხვავებამ შესაძლოა დაუსრულებელი კონფლიქტები და გაუგებრობები გამოიწვიოს.
თუმცა თუ გეცოდინებათ, კონკრეტულად რა ტიპის პიროვნებასთან გაქვთ საქმე, მაშინ მიდგომასაც შესაბამისს შეიმუშავებთ და ურთიერთობაც დარეგულირდება
გთავაზობთ მარტივ ტესტს, რომელიც ბავშვის ტემპერამენტის ტიპის განსაზღვრაში დაგეხმარებათ.
შენიშვნა: აღნიშნული ტესტი უფრო სკოლის ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა მისი მოსინჯვა 3-4 წლის პატარებზეც შეიძლება.
რეკომენდაცია: კარგი იქნება, თუ ტესტს ოჯახის რამდენიმე წევრი ერთდროულად შეავსებს (დედა, მამა, უფროსი და-ძმა, ბებია-ბაბუები, ძიძა), რათა სურათი უფრო ზუსტი გამოვიდეს.
1. აღწერეთ ბავშვი. მისი ხასიათის რომელი შტრიხები უფრო მეტადაა გამოხატული?
ა) ცოცხალი, ოპტიმისტური, კომუნიკაბელური, ლიდერობისკენ მიდრეკილი.
ბ) წყნარი, ანგარიშიანი, თავშეკავებული, მშვიდი გარემოს მოყვარული.
გ) ენერგიული, მოძრავი, ფეთქებადი, აქტიური, მიზანმიმართული.
დ) მშფოთვარე, მორცხვი, წყენია, გაუბედავი.
2. ქვემოთ ჩამოთვლილ ხასიათის რომელ შტრიხებს ავლენს ყველაზე ხშირად?
ა) ოცდება, ხარობს, იცინის.
ბ) სიახლეზე წყნარად რეაგირებს, ხშირად პოზიტიურ განწყობაზეა.
გ) ბრაზობს, ყვირის.
დ) იწყენს, შიშობს, დაბნეულია.
3. როგორ რეაგირებს დასჯაზე?
ა) მშვიდადაა, დასჯის გამო მშობლებზე არ ბრაზობს, წყენა მალე უქრება.
ბ) თითქოს არც არაფერი მომხდარა.
გ) განსხვავებულად. ხან წყნარადაა, ხანაც ყვირის, აგრესიულია.
დ) საკუთარ თავში იკეტება, წყენა დიდხანს მიჰყვება, ზოგჯერ ტირის.
4. როგორ იქცევა დაუგეგმავ, არასტანდარტულ ვითარებაში?
ა) ცნობისმოყვარეა.
ბ) ჩვეულებისამებრ წყნარია, ცოტა გულგრილიც.
გ) წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, ჩვეულ გარემოში დაბრუნებას მოითხოვს.
დ) ცდილობს, სიახლისგან შორს იყოს, უბრალოდ გარბის, იმალება.
5. როგორ თამაშებს ამჯობინებს?
ა) ნებისმიერს, მთავარია, მისთვის საინტერესო იყოს.
ბ) თამაშობს მარტო, წყნარად და აუღელვებლად.
გ) ამჯობინებს ხმაურიან და სამოძრაო თამაშებს.
დ) თამაშობს ნებისმიერს, მაგრამ მხოლოდ ნაცნობ ადამიანებთან.
6. რამდენად კომუნიკაბელურია?
ა) ურთერთობისას გახსნილია, ადვილად უახლოვდება ახალ ბავშვებს.
ბ) უმეტესად მარტოობას ამჯობინებს, მხოლოდ კარგად ნაცნობ ბავშვებთან თამაშობს.
გ) უყვარს, როდესაც ყურადღების ცენტრშია.
დ) მარტოობას ამჯობინებს, თამაშობს მხოლოდ ოჯახის წევრებთან.
7. როგორ იქცევა თანატოლებთან?
ა) ნებისმიერ წრეში მუდამ გამოირჩევა, ლიდერია.
ბ) გამოირჩევა მხოლოდ ვიწრო სამეგობროში.
გ) საკუთარ თავს ლიდერად მიიჩნევს, თუმცა მეგობრები ასე არ ფიქრობენ.
დ) სამეგობროში დიდი ავტოროტეტით არ სარგებლობს.
8. როგორ იღებს სიახლეს?
ა) მარტივად და სწრაფად.
ბ) ეტაპობრივად.
გ) სწრაფად ითვისებს, მაგრამ მალევე ივიწყებს.
დ) განსხვავებულად. გააჩნია ვითარებას და გარემოს.
9. როგორ ლაპარაკობს?
ა) გამოხატულად, გამოთქმით. ხმარობს ჟესტებს და მიმიკას.
ბ) ლაპარაკობს ნელა, უემოციოდ, ხშირად თავისთვის ბურტყუნებს.
გ) წრაფად, ემოციურად, წაყვეტ-ნაწყვეტ, ზოგჯერ ხმას უწევს, ჩქარობს, ბგერებს ყლაპავს.
დ) გამოხატულად, თუმცა ჩუმად და არც თუ დამაჯერებლად.
10. როგორ იღებს ახალ თვისებებს ასაკის მატებასთან ერთად?
ა) უპრობლემოდ, მარტივად.
ბ) რთულად, თუმცა დამაჯერებლად.
გ) სწრაფად და მარტივად, მაგრამ მხოლოდ იმ თვისებებს, რომლებიც მის ინტერესებშია.
დ) სწრაფად, მაგრამ არც თუ დამაჯერებლად. პროგრესის შეჩერება მცირედ სტრესსაც შეუძლია.
11. როგორ მოძრაობს?
ა) თავდაჯერებულად, რიტმულად, ზუსტად.
ბ) მოწესრიგებულად, აუჩქარებლად, მანერულად.
გ) ემოციურად, ხისტად.
დ) თავდაუჯერებლად, არეულად.
12. როგორ სძინავს?
ა) სწრაფად და უპრობლემოდ იძინებს, სძინავს ღრმად, იღვიძებს იოლად.
ბ) ადვილად იძინებს, კარგად სძინავს, დილით გონს მოსვლა უჭირს.
გ) არ უნდა დაძინება, ძილის დროს სიმშვიდე აკლია, ყოველ დილით განსხვავებულ ხასიათზე იღვიძებს.
დ) ძილის წინ დიდხანს ფიქრობს, ემზადება, მაგრამ კარგად სძინავს. განსხავავებულ ხასიათზე იღვიძებს
13. როგორ გაიარა ადაპტაცია საბავშვო ბაღში/სკოლაში?
ა) მარტივად, სწრაფად.
ბ) რთულად. არ სურდა ჩვეული რეჟიმის დარღვევა.
გ) ახალი გარემო მოეწონა, მაგრამ აღმზრდელის/მასწავლებლის მოთხოვნებს რთულად დამორჩილდა.
დ) ბაღს/სკოლას ვერ ეგუება, თუმცა პრეტენზიას დიდად არ გამოთქვამს.
შედეგები:
თუ შემოხაზეთ მეტი ა – ბავშვი სანგვინიკია.
თუ შემოხაზეთ მეტი ბ -ბავშვი ფლეგმატიკია.
თუ შემოხაზეთ მეტი გ – ბავშვი ქოლერიკია.
თუ შემოხაზეთ მეტი დ – ბავშვი მელანქოლიკია
აღებულია: http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1385378496. გადასვლა>>> ,,ბავშვი”
იხ.ასევე: