ანათალი – ბიზნეს გეგმის მომზადება 577 235 400 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com
ბიზნეს გეგმების შეკვეთა
ტელეფონზე 577 235 400 , სკაიპი- medgeo . net , ელფოსტა Caumednet@gmail . com შეგიძლიათ მიიღოთ ფასიანი კონსულტაციები შემდეგ საკითხებზე :
● თქვენი რესურსების პირობებში ბიზნესის ყველაზე მომგებიანი მიმართულების არჩევა ,ბიზნეს იდეების მოძიება და შეფასება
● ტექნოლოგიების და ტექნიკის შედარებითი ანალიზი
● ინფორმაცია საგრანტო კონკურსების შესახებ
● საგრანტო განაცხადების შევსება
● საგრანტო , სალიზინგო , შეღავათიანი და ჩვეულებრივი კრედიტებისათვის ბიზნეს- გეგმების მომზადება , მათ შორის მეფუტკრეობის სფეროში
რა არის ანათალი
ფიჭა შედგება უჯრედებისაგან, რომლებშიც ფუტკრები ასხავენ თაფლს და ზემოდან ბეჭდავენ ცვილის თხელი ფენით . ფიჭებიდან თაფლის გამოსაწურად, საჭიროა მათი უჯრედების გახსნა, ანუ თხელი ფენის ათლა . ამ პროცესის შედეგად გროვდება ანათალი .
ანათალი მნიშვნელოვნად განსხვავდება ცვილისაგან .
ფიჭების გადაბეჭდვისას, ცვილთან ერთად ფუტკრები იყენებენ სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტს და დინდგელს . ათლისას, ანათალში ხვდება თაფლიც და ყვავილის მტვერიც . ყოველივე ეს განაპირობებს ანათალის განსაკუთრებულ თვისებებს .
ანათალი – ფუტკრის ყველა პროდუქტის ერთობლიობაა . იგი საოცარი, ბიოლოგიურად აქტიური პროდუქტების ბუნებრივი კონგლომერატია . ერთად მიღებული ფუტკრის პროდუქტები ააქტიურებენ ერთმანეთს და ზრდიან სამკურნალო ეფექტს .
ანათალის სამკურნალო თვისებები
კვლევებით დამტკიცებულია ანათალის მაღალი ეფექტურობა ბაქტერიული და ვირუსული დაავადებების მკურნალობისას . ცალკეულად აღებული ფუტკრის პროდუქტები ხშირად იწვწვენ ალერგიულ რეაქციებს, რაც არ ახასიათებს ანათალს .
ანტიბიოტიკების ხანგრძლივად გამოყენებისას, დაავადების გამომწვევები ადაპტირებენ მათ მიმართ და ანტიბიოტიკის გამოყენება აზრს კარგავს . ანათალის სამკურნალოდ გამოყენებისას, ეს საშიშროება არ არსებობს . გამოჯანმრთელების პროცესი, როგორც წესი გართულებების გარეშე მიმდინარეობს და დაავადება არ გადადის ქრონიკულ ფორმაში . სურდოს დროს 15 წუთის განმავლობაში ანათალის ღეჭვის მერე, 3-4 საათში მდგომარეობა გარჩევით გაუმჯობესებულია .
ჰაიმორიტის დროს რეკომენდირებულია 4-6 საათის განმავლობაში, საათში ერთხელ 15-წუთიანი ანათლის ღეჭვა . ხშირად ერთ დღეში უკეთესობაა . ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველია მკურნალობა გარძელდეს ერთი კვირა – დღეში ერთხელ, 15 წუთი .
ბრონქული ასთმის, ალერგიული სურდოს დროს მიზანშეწონილია ერთხელ დღეში ანათალის ღეჭვა . სიმპტომების ძლიერი გამოხატულებისას, პირველი ორი დღე პროცედურა უნდა მეორდებოდეს 5-ჯერ, ხოლო შემდგომ დღეში 3-ჯარ, გაუმჯობესებამდე .
ანათალით მკურნალობენ სტომატიტს, გინგივიტს, პაროდონტოზს, ანგინას .
ბმები:
- გადასვლა >>> ,,ფუტკრის პროდუქტები“
- ბიზნეს-გეგმები , ინვესტიციები , სერვისები ბიზნესისათვის
- ბიზნეს გეგმათა მომზადება და კონსულტაციები