ვარჯიში ლამაზი მუცლისთვის

თქვენი მუცელი რომ ლამაზად გამოიყურებოდეს, ამისთვის საჭიროა კომპლექსური ვარჯიში, რომელიც ყოველდღე უნდა  შეასრულოთ. საუკეთესო ვარიანტია ვარჯიშის ისეთი ფორმა, რომელიც ყველა კუნთს ამუშავებს. კარგი იქნება თუ ვარჯიშის დაწყების წინ მოთელვას გააკეთებთ. თუ ქვემოთ მოცემულ ვარჯიშებს ყოველდღე 20-30 წუთს დაუთმობთ, თქვენი წელის გარშემოწერილობა 2-3 სმ ით შემცირდება.

ვარჯიში პირველი:

დაწექით იატაკზე, ხელები ამოიდეთ თავქვეშ, მზერა მიაპყარით ჭერს. კისერი არ უნდა იყოს დაძაბული. ფეხები მუხლებში მოხარეთ და ასწიეთ, მხრები კი წამოწიეთ ისე, რომ რაც შეიძლება ახლოს მიიტანოთ მუხლებთან (გასაგებად რომ ვთქვათ დაიწყეთ “პრესების” კეთება). ეს ვარჯიში თავიდან გააკეთეთ ათჯერ, შემდეგ კი ნელ ნელა გაზარდეთ რაოდენობა.

ვარჯიში მეორე:

დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას, გაშლილი ფეხები მაქსიმალურად აწიეთ ზევით  და გააკეთეთ პრესები.

ვარჯიში მესამე:

დაუბრუნდით საწყის პოზიციას. ამ ვარჯიშის შესრულებისას მუხლებში ოდნავ მოხრილი ფეხები რაც შეიძლება მაღლა ასწიეთ და მერე ისევ დაუბრუნეთ საწყის პოზიციას.

შემდეგ ისევ თავიდან თანმიმდევრულად გაიმეორეთ ყველა ვარჯიში.

რამდენიმე რჩევა უნდა გაითვალისწინოთ: ვარჯიშისას ზურგი არ უნდა სცილდებოდეს იატაკს. რაც უფრო მიბჯენილი იქნება ზურგი იატაკზე, მით მეტად დამუშავდება მუცლის პრესი.

ვარჯიშის დროს ეცადეთ არ დაგეძაბოთ კისერი. ნუ აჩქარდებით ეცადეთ ყველა ვარჯიში ნელა და ფრთხილად შეასრულოთ.

თითოეული ვარჯიში უნდა შეასრულოთ 10-ჯერ მაინც. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოდუნდით და გააკეთეთ მოთელვა.  დაწექით მუცელზე შემდეგ კი ხელებით ადექით  ამ პოზაში. გააკეთეთ რამდენჯერმე. დაწოლისსას ჩაიუსუნთქეთ, აწევისას კი ამოისუნთქეთ.


შემდეგ დაწექით ამ პოზაში რამდენიმე წამით.

ვარჯიშის შემდეგ 2 საათის განმავლობაში ნუ შეჭამთ საჭმელს. სულ მალე დაინახავთ შედეგს და თვქნი მუცელი სასურველ ფორმას ნელ ნელა მიიღებს.

___________________________________________

წყარო: http://meamasshevdzleb.wordpress.com/2012/07/05/ვარჯიში-ლამაზი-მუცლისთვ%e1%83-16/

გადასვლა >>> ,,ივარჯიშეთ სახლში”

.