სამ-ი

სამ-ი – ანტინევროზული პრეპარატი ემოციური სტაბილურობისთვის

სამ-ი-ს აღწერა

SAMe ( გამოითქმის ” სამ-ი ” S- adenosylmethionine-S-ადენოზილმეთიონინი (მეთილის ჯგუფების გადატანის რეაქციებში მონაწილე კოფერმენტი) მოლეკულაა , რომელსაც სხეული მუდმივად აწარმოებს უამრავი სასიცოცხლო ორგანოს ფუნქციების “მოსამარაგებლად” . აღმოჩენილი იქნა 1952 წელს. პოპულარობის ზრდა გამოიწვიეს ბოლოდროინდელმა კვლევებმა, რომლებიც ადასტურებენ დეპრესიის სამკურნალოდ მის ქიმიური ანტიდეპრესანტების ანალოგიურ ეფექტურობას უფრო სწრაფი მოქმედების და გვერდითი მოვლენების არარსებობის ფონზე.

სამ-ი მოქმედებს როგორც”საწვავი”, სპეციალურად თქვენი განწყობილებისთვის, თქვენი სახსრებისა და ღვიძლისთვის. სამ-ი გეხმარებათ, რომ თავი იგრძნოთ უკეთესად, როგორც ფიზიკურად ისე ემოციურად ბუნებრივად, უსაფრთხოდ და ეფექტურად.

სამ-ი არის ნატურალური ნივთიერება, რაც ყველა ცოცხალ უჯრედშია და ხელს უწყობს ტვინის ქიმიკატების წარმოქმნას, (ე.წ ნეიროტრანსმიტერები) რაც კარგ გავლენას ახდენს თქვენს გუნება-განწყობილებაზე. აღსანიშნავია, რომ სამ-ი გეხმარებათ სხვა მხრივაც. სამ-ი ცნობილია არა მხოლოდ როგორც განწყობილების ასამაღლებელი საშუალება, არამედ ის დიდ როლს თამაშობს იმაში, თუ როგორც მოძრაობთ ან გრძნობთ თავს. მაგალითად, სამ-ი აწვდის ხრტილს “ქვესადებ” ნივთიერებას, რაც მოქმედებს როგორც სახსრების ამორტიზატორი. სამ-ი აღიარებულია, როგორც ღვიწლის თვითმწმენდი ფუნქციის ხელშემწყობი საშუალება.

სხეული აწარმოებს სამ-ის მეთიონინისგან (methionine, ამინომჟავა პროტეინით მდიდარ საკვებში) და ტრანსმეთილირებისას (მეთილური ჯგუების გადატანისას) წარმოადგენს ლაბილური მეთილური ჯგუფების დონორს.სამ-ი მონაწილეობს ფოსფატოხოლინის, ხოლინის, ადრენალინის, 6-მერკაპტოპურინის, ბ12 ვიტამინის და მრავალი სხვა ბიულოგიურად აქტიური ნაერთების სინთეზში. ხელს უწყობს უჯრედებს ზრდასა და აღდგენაში.

სამ-ი ასევე მონაწილეობს ტვინში საკვანძო ნაერთების, მათ შორის ნეიროგადამცემ დორფამინის და განწყობის ამამაღლებელ – სერატონინის ფორმირებაში,დამატებით, ხელს უწყობს გლუტათიონის (თავისუფალი რადიკალებისგან გამოწვეული უჯრედის დაზიანების დამცველი უმთავრესი ანტიოქსიდანტის) სასურველ დონეზე შენარჩუნებას.

შველის დეპრესიას და სტრესით გამოწვეულ უგუნებობას. კვლევები აჩვენებენ, რომ სამ-ი ხსნის მსუბუქ და საშუალო შიძლიერის დეპრესიებს, მცირე მოცულობის ათეულობით კვლევა ადასტურებს, რომ სამ-ი მოქმედებს ისევე, როგორ ხშირად გამოყენებული ტრიციკლური ანტიდეპრესანტები (იმიპრამინი, ამიტრიპტილინი, დესიპრამინი). როგორც წესი ის მოქმედებს უფრო სწრაფად, ხშირად ერთი კვირის ვადაშიც კი. კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევაში, რომელშიც 17 საშუალოდ დეპრესირებული მოზრდილი მონაწილეობდა, ოთხი კვირის შემდეგ მონაწილეთა 62 % ში მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აჩვენა. სხვა, “რეცეპტული” ანტიდეპრესანტებისაგან განსხვავებით სამ-ის არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.

მკურნალობს ქრონიკული დაღლილობის სინდრომს ( CFS ). ის “გადართავს” ტვინის პასუხი ტკივილზე და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

გარდა ამისა

ამცირებს ართრიტულ ტკივილებს და ანთებებს;
შველის ზურგის ტკივილს და შეშუპებას,
ამცირებს ფიბრომალგიურ სინდრომებს;
კურნავს ჰეპატიტს და ღვიძლის დაავადებებს;
იცავს ალცჰეიმერის და სხვა ასკთან დაკავშირებული ტვინის ავადმყოფობებისგან

სამ-ი-ს დოზირება:
1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში წყალთან ერთად

სამ-ი-სპეციფიკაცია:
30 ტაბლეტი.

გაფრთხილება: ფეხმძიმე და მეძეძურმა დედებმა მიღებამდე მოეთათბირეთ ექიმს. ასევე მოეთათბირეთ ექიმს, თუ იღებთ ანტიდეპრესიიულ საშუალებებს ან თუ გაქვთ ბიპოლარული აშლილობა (bipolar disorder).