იგნორირებული ქოლესტერინი მიოკარდიუმის ინფარქტს იწვევს

♥♥ ომეგა-3 -ის გამოწერა
 მრავალი მიზეზის გამო, ბევრი ამჯობინებს ომეგა-3 (omega-3) უშუალოდ მწარმოებლისაგან გამოიწეროს, ყველაზე სანდო ინტერნეტ-მაღაზიიდან „ამაზონი“თუ გსურთ ომეგა-3 (omega-3) -ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს. წინამდებარე, ჟოლოსფერ ტექსტზე დაკლიკებით, მოხვდებით ამაზონის ომეგა-3 (omega-3) -ის ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია >>>
♥♥ სელის ზეთის გამოწერა
 სელის თესლი ცხიმოვანი  მჟავების –  ომეგა-3, ომეგა-6 და ომეგა-9-ის ყველაზე მდიდარი ბუნებრივი მცენარეული წყაროა. სელის თესლის ზეთი –  2-ჯერ მდიდარია ომეგა-3  ცხიმოვანი მჟავებით, ვიდრე თევზის ქონი. თუ გსურთ სელის ზეთის  flaxseed oil გამოწერა  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან“ დააკლიკეთ წინამდებარე ჟოლოსფერ ტექსტს; გადახვალთ ,,ამაზონის“ სელის ზეთის – flaxseed oil ქვეგანყოფილებაში, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების სანდო პროდუქცია >>>
♥♥ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის გამოწერა
სადღეისოდ სისხლის ანალიზის გაკეთება სხვადასხვა სპეციალურ ლაბორატორიებშია შესაძლებელი, თუმცა ქოლესტერინის გაზომვა გაცილებით მოსახერხებელია სპეციალური აპარატის გამოყენებით სახლის პირობებში. თუ გსურთ ქოლესტერინის გასაზომი აპარატის  Cholesterol Meter  –ის გამოწერა ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”, სადაც წარმოდგენილია საუკეთესო მწარმოებლების, სანდო პროდუქცია,  დააკლიკეთ წინამდებარე  ჟოლოსფერ ტექსტს >>> 

♦ როგორ გამოვიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”


დანიელმა მკვლევარებმა იპოვეს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში ქოლესტერინის ხშირად იგნორიებული ფორმის მნიშვნელობის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მათი განცხადებით, ქოლესტერინის ნაკლებად ცნობილი ფორმის ლიპოპროტეინ (a)-ის შედარებით მაღალი დონე მიოკარდიუმის ინფარქტის რისკ-ფაქტორს წარმოადგენს. მისი შემცველობა, ჩვეულებრივ, შეიძლება ძალიან განსხვავებული იყოს სხვადასხვა ადამიანში.

სტატინები, რომელსაც მოიხმარს მილიონობით ადამიანი მიოკარდიუმის ინფარქტისა და ინსულტის თავიდან ასაცილებლად, არ მოქმედებს ლიპოპროტეინ (a)-ზე, აღნიშნავს კვლევის ხელმძღვანელი კოპენჰაგენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის მკვლევარი ბორგე ნორდესტგაარდი (Borge Nordestgaard). აღნიშნულ კვლევას შეუძლია ახსნას ის ფაქტი, თუ რატომ არ არის ეფექტური სტატინები ზოგიერთი ადამიანისთვის.ს ტატინები ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინის (LDL) ე.წ. “ცუდი” ქოლესტერინის დონეს.

ჟურნალში “Journal of the American Medical Association” გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ლიპოპროტეინ (a)-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებში ორიდან სამჯერ მატულობს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების რისკი ყველაზე დაბალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებთან შედარებით. ლიპოპროტეინი (a) არის ქოლესტერინის იმ ფორმათაგან ერთ-ერთი, რომლის დონე თითქმის მთლიანად განსაზღვრულია გენეტიკურად.

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში ლიპოპროტეინ (a)-ის მნიშვნელობის დასადგენად დანიელმა მეცნიერებმა 1976 წელს გააანალიზეს 45 000 მამაკაცისა და ქალის აღებული სისხლის ანალიზი გენებსა და ლიპოპროტეინ (a)-ზე და შემდეგ დააკვირდნენ მათ 2007 წლამდე.

ლიპოპროტეინ (a)-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე ადამიანებში აღინიშნებოდა მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე მეტი შემთხვევა. ერთი განსაზღვრული გენეტიკური ვარიაცია შეიმჩნეოდა მაღალი ლიპოპროტეინ (a)-ის მქონე ადამიანების დაახლოებით ერთ მეოთხედში.

ნორდესტგაარდის თქმით, აქამდე ლიპოპროტეინ (a)-ს მნიშვნელობას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, ხოლო ამჟამად კვლევით დადგინდა მისი LDL -ის მსგავსი მნიშვენელობის შესახებ მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებაში.
პრობლემას წარმოადგენს ლიპოპროტეინ (a)-ზე მცირე კონტროლის არსებობა, რომლის დონე შეიძლება ათასჯერ უფრო განსხვავებული იყოს ინდივიდებს შორის.
ვიტამინი ნიაცინი, რომელიც ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ეფექტურია ლიპოპროტეინ (a)-ს შემთხვევაშიც. ამ უკანასკნელის დონის შემცირება შეუძლია ასპირინსაც.
ნორდესტგაარდს იმედი აქვს, რომ მომავალში წამლის მწარმოებლები შეიმუშავებენ უშუალოდ ლიპოპროტეინ (a)-ზე მოქმედ მედიკამენტებს.

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან; გადასვლა >>>> ქოლესტერინი