ნუში ამცირებს ქოლესტერინის დონეს

რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების სისტემატურმა მიმოხილვამ და მეტაანალიზმა დაადგინა, რომ ნუშის მოხმარება ხელს უწყობს ქოლესტერინის დონის შემცირებას და არ მოქმედებს სხვა ლიპიდების დონეზე.

ამერიკელმა მეცნიერმა კრაიკ კოლემანმა (Craig Coleman) თანაავტორებთან ერთად აწარმოეს 142 პაციენტის მომცველი 5 რანდომიზირებული კვლევის მეტაანალიზი, რომელშიც შეაფასეს ნუშის მნიშვნელობა ლიპიდებთან მიმართებაში.
დაკვირვების პერიოდი შეადგენდა 4 თვეზე მეტს და ნუში მოხმარების რაოდენობა იცვლებოდა 25-დან 168 გრამამდე დღეში.
მეტაანალიზის განზოგადებული რეზულტატი მოწმობს ზოგადი ქოლესტერინის დამაჯერებელ დაქვეითებას 0,18 მმოლი/ლ-ით.
მეცნიერებმა ასევე გამოავლინეს დაბალი სიმკვრივის პროტეიდების გამოხატული, მაგრამ არადამაჯერებელი დაქვეითებაც (J Am Diet Assoc 2009; 109: 865–873).

წყარო საიტის ადმინისტრაციის ნებართვით აღებულია www.medportal.ge -დან


გადასვლა >>>> ქოლესტერინი
..