მასაჟის ტექნიკა
რუსულ სკოლაში არსებობს მასაჟის 4 ძირითადი და რამდენიმე დამატებითი ტექნიკა :
- ხელის გადასმა- მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტის მიერ , გამუდმებული ზეწოლით კანზე, რომელიც არ გადადის ძვლებზე და ტარდება ცენტრისკენული მიმართულებით.
- გაჭიმვა– მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტისა კანზე, გამუდმებული ზეწოლით ტკივილის შეგრძნებამდე. ტარდება არა ცენტრისკენული მიმართულებით.
- გახურება– მექანიკური ზემოქმედება მასაჟისტისა კანზე, რომელიც გულისხმობს გამუდმებულ ზეწოლას ნულიდან ტკივილის შეგრძნებამდე, ტარდება სპირალურად, ცენტრისკენული მიმართულებით.
- 4. დარტყმითი და ვიბრაციული ტექნიკა- რიტმული, მექანიკური, ვიბრაციული ზემოქმედება მასაჟისტის მიერ კანზე რიტმის ცვლილებით, რომელიც სრულდება როგორც გრძივად, ისე განივად. შესრულების მაგალითი : ხელისგულისმიერი ზედაპირით ძვალზე ხელის გადასმა, პალმის ტროთი ნეკნებზე დარტყმა ( წყვეტილი ვიბრაცია ) .
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ტაქტიკებს შორის გამოყოფენ მათ სხვადასხვა სახეს. მასაჟის პირველი ეტაპი- ხელის გადასმა შეიძლება იყოს ბრტყელი ( ბრტყლად დადებული ხელის გული ადვილად სრიალებს კანის ზედაპირზე ) , წყვეტილი ( ძირითადად ხდება ნეკნის დისტალური ნაწილის მასაჟირება), უწყვეტი ( ზეწოლის ძალა მცირდება და პულსურ ხასითს იღებს ) .
გაჭიმვა არის 2 სახის: სავარცხლისებრი( კომბი) და ფოცხისებრი(ტალღისებრი ) . კომბს ასრულებენ თითის შუა ფალანგებით , ფოცხისებრს კიდეებში ოდნავ გაშლილი თითების დისტალური ფალანგების ბალიშებით. არსებობს კიდევ ერთი სახე- პინცეტისმაგვარი,რომლის დროსაც ხელის დიდ თითსა და დანარჩენ თითებს შორის ექცევა კანი .
გახურება შეიძლება იყოს უწყვეტი-ხელები ერთ სიბრტყეშია, მაგრამ ერთმანეთს არ ეხება. კანი მჭიდროდაა დაჭერილი, ერთი ხელით გადავაადგილებთ ჩვენი მიმართულებით, მეორეთი კი საპირისპიროდ.
ვიბრაციაც შეიძლება იყოს წყვეტილი და უწყვეტი. გამოყოფენ უწყვეტ სტაბილურს- ხელი არ გადააქვთ სამასაჟე ადგილიდან, და ლაბილური- ხელს არ იღებენ,მაგრამ გადააგდილებენ გასწვრივ. წყვეტილი ვიბრაცია სრულდება თითის წვერებით ან ხელისგულით, ამ დროს მასაჟისტი ხელს იღებს ხოლმე სამასაჟე ადგილიდან.
დარტყმითი ტექნიკა-ხელის გადასმა ( ხელის თათუნი ) , ხელის სრიალი, დარტყმა. ხელის გადასმა ხდება ხელისგულისმიერი ზედაპირით დაპრესილი დიდი თითით. ხელების მოძრაობა მონაცვლეობითია. ხელის სრიალი ხდება თითების წვერით. დარტყმა- ნეკნებზე, იდაყვის მხრიდან, თითები მოდუნებულია და ოდნავ დაშორებული ერთმანეთისგან. უნდა აღინიშნოს ის, რომ დარტყმითი მოძრაობები არუნდა იყოს მტკივნეული. მისი გამოყენების დრო მინიმალურია, სხვა ტიპებთან შედარებით.