დისტანციურად საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან
✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ომეგა-3 ,,ამაზონზე”
ქოლესტერინის გასაზომი აპარატი
ქოლესტერინს შეუძლია ორგანიზმის ნებისმიერ უჯრედში სინთეზირება («in situ» — ადგილზე), და არა მარტო ღვიძლში. ის ბევრი საციცოცხლო პროცესისთვისაა აუცილებელი და მისი ცვლა რეგულირდება მეტაბოლიზმის ზოგადი კანონებით, როგორც სხვა მნიშვნელოვანი ნივთიერებებისა ჩვენს ორგანიზმში.
ზრდასრული ადამიანის ქოლესტერინის ყოველდღიური მოთხოვნილება საშუალოდ 2.5 გრამია. თავად ორგანიზმი ახდენს დაახლოებით 2 გრამი ქოლესტერინის სინთეზს, დანარჩენს კი, როგორც წესი, იღებს კვების რაციონის შემადგენლობიდან. მისი მიღება გარედან, საკვები პროდუქტებით, არ არის სავალდებულო, და ხანგრძლივად (თუნდაც მუდმივად!) მისი არარსებობა საკვებში, უსაფრთხოა და არ იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.
დღემდე არ არსებობს ერთი აზრი სისხლში ქოლესტერინის შემცველობაზე „ასაკობრივი ნორმის“ მიხედვით. მაგრამ ყველა აღიარებს ქოლესტერინის მაღალი დონის ურთიერთკავშირს (იგულისხმება მისი „მავნე“ ფრაქციები: დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (LDL), ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები(VLDL) და ა.შ.) ათეროსკლეროზის განვითარებასთან და სიცოცხლის ხანგრძლივობასთან.
ჩემი აზრით, სპეციალისტების მტკიცებულებებში არის ხელშესახები სიმართლის წილი, რომლებიც აკავშირებენ იმ პროდუქტების „მავნეობას“, რომლის შემცველობაშიცაა ქოლესტერინი სხვა არასასურველ კომპონენტებთან ერთად. მაგალითად, საქონლის ქონი შეიცავს ქოლესტერინს და დიდ წილ გაჯერებულ (მყარ) ცხიმებს. ეს პროდუქტი არის, რა თქმა უნდა, „პრობლემური“ და მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს. ქვეყნებში, სადაც საკვებში ტრადიციულად იყენებენ ბევრ საქონლის ხორცს ათეროსკლეროზით დაავადების სიხშირე შესამჩნევად მაღალია, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც იყენებენ სხვა ცხოველების ხორცს.
ამის საპირისპიროდ, თევზი შეიძლება შეიცავდეს ქოლესტერინის თანაბარ რაოდენობას, მაგრამ ამასთან ერთად გაჯერებული ცხიმების გაცილებით ნაკლებ რაოდენობას და უფრო მეტი რაოდენობის უჯერ ცხიმებს. ამის შედეგად ცხიმმა, რომელიც თევზის შემცველობაშია, შეიძლება გამოიწვიოს არა ათენოგერული (ათეროსკლეროზის გამომწვევი), არამედ პროფილაქტიკური გავლენა ათეროსკლეროზის განვითარებაზე. უპირატესობა უნდა მიენიჭოს თევზის იმ სახეობებს, რომლებიც ცხოვრობენ ცივ ზღვებში (ცივ წყლებში), და ამასთან დაკავშირებით აქვთ უფრო მეტი თხევადი უჯერი ცხიმოვანი მჟავები საკუთარი შიდა ქონის შემადგენლობაში.
ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, უფრო სწორია აისახოს არა მხოლოდ ქოლესტერინის შემადგენლობა, არამედ ათეროსკლეროზის განვითარებასთან დაკავშირებული მოცემული პროდუქტის „საფრთხის“ ხარისხი. ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღნიშნულია მკაცრად კონტროლირებადი პროდუქტები წითელი ნიშნით, ზომიერად „სარისკო“ — ყვითელით და შედარებით უსაფრთხოები — მწვანე ნიშნით. ამასთან ერთად დღეს მიღებული რაციონში ქოლესტერინის შემცველობის ნორმები 300 – 400 მგ-ა.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ხელოვნური გაშენების პირობებში ცხოველების გამოკვების მეთოდები და მათი ზრდის სიჩქარე ასევე ზემოქმედებენ მათი ცხიმების შემადგენლობაზე. ეს ეხება როგორც თევზს, ასევე ფრინველს, რომლებიც გამოყვანილია ინტენსიური ტექნოლოგიებით.
ქოლესტერინის შემცველი პროდუქტი — 100 გ. |
ქოლესტერინის შემცველობა — მგ. |
|
ხორცი, ხორცპროდუქტები |
||
ტვინი |
800-230 |
|
თირკმელები |
300-800 |
|
ღორის ხორცი |
110 |
|
ღორის ხორცი, წელის ნაწილი |
380 |
|
ღორის ბარკალი |
360 |
|
ღორის ღვიძლი |
130 |
|
ღორის ენა |
50 |
|
საქონლის ხორცი ცხიმიანი |
90 |
|
საქონლის ხორცი უცხიმო |
65 |
|
ხბოს ხორცი უცხიმო |
99 |
|
საქონლის ღვიძლი |
270-400 |
|
საქონლის ენა |
150 |
|
ირმის ხორცი |
65 |
|
ირმის ხორცი უკანა ნაწილი, ფეხი, ზურგი |
110 |
|
ცხენის ხორცი |
78 |
|
ცხვრის ხორცი უცხიმო |
98 |
|
ბატკანი (ზაფხულის) |
70 |
|
კურდღლის ხორცი |
90 |
|
ქათამი კანის გარეშე მუქი ხორცი |
89 |
|
ქათამი კანის გარეშე თეთრი ხორცი |
79 |
|
ქათმის გული |
170 |
|
ქათმის ღვიძლი |
492 |
|
ბროილერი 1 კატეგორიის |
40-60 |
|
წიწილა |
40-60 |
|
ინდაური |
40-60 |
|
იხვი კანი გარეშე |
60 |
|
იხვი კანით |
90 |
|
ბატის ხორცი |
86 |
|
ლივერული ძეხვი ხბოს ხორცისგან |
169 |
|
ლივერული პაშტეტი |
150 |
|
უმად შებოლილი ძეხვი |
112 |
|
სარდელები |
100 |
|
სოსისები ბანკებში |
100 |
|
თეთრი მიუნხენური ძეხვი |
100 |
|
შებოლილი მორტადელა |
85 |
|
სალიამი |
85 |
|
ვენური სოსისი |
85 |
|
სერველადი |
85 |
|
მოხარშული ძეხვი |
40-მდე |
|
მოხარშული ძეხვი ცხიმიანი |
60-მდე |
|
თევზი, ზღვის პროდუქტები |
||
წყნარი ოკეანის სკუმბრია |
360 |
|
სევრიუგა |
300 |
|
კობრი |
270 |
|
ხამანწკა |
170 |
|
გველთევზა |
160-190 |
|
მიდია |
64 |
|
კრევეტი |
144 |
|
სარდინი ზეთში |
120-140 |
|
მინტაი |
110 |
|
ქაშაყი |
97 |
|
კიბორჩხალა |
87 |
|
კალმახი |
56 |
|
ახალი (დაკონსერვებული) თინუსი |
55 |
|
მოლუსკი |
53 |
|
კიბო |
45 |
|
ზღვის ენა |
50 |
|
ქარიყლაპია |
50 |
|
სტავრიდა |
40 |
|
ვირთევზა |
30 |
|
თევზი საშუალო ცხიმიანობის (12% – მდე ცხიმიანობის) |
88 |
|
არაცხიმიანი ხარისხის თევზი (2 — 12%) |
55 |
|
კვერცხი |
||
კვერცხი მწყერის (100გ) |
600 |
|
ქათმის კვერცხი მთლიანი (100გ) |
570 |
|
რძე და რძის პროდუქტები |
||
თხის რძე აუდუღარი |
30 |
|
ნაღები 30% |
110 |
|
ნაღები 20% |
80 |
|
ნაღები 10% |
34 |
|
არაჟანი 30% ცხიმიანობის |
90-100 |
|
არაჟანი 10% ცხიმიანობის |
33 |
|
ძროხის რძე 6% |
23 |
|
რძე 3 – 3.5% |
15 |
|
რძე 2% |
10 |
|
რძე 1% |
3.2 |
|
კეფირი ცხიმიანი |
10 |
|
იოგურტი ჩვეულებრივი |
8 |
|
იოგურტი ცხიმგამოცლილი |
1 |
|
კეფირი 1% |
3.2 |
|
ხაჭო ცხიმიანი |
40 |
|
ხაჭო 20% |
17 |
|
ხაჭო ცხიმგამოცლილი |
1 |
|
შრატი |
2 |
|
ყველი |
||
ყველი „გაუდა“ – 45% |
114 |
|
ყველი ნაღების ცხიმიანობა – 60% |
105 |
|
ყველი „ჩესტერი“ – 50% |
100 |
|
ყველი „ედამი“ – 45% |
60 |
|
ყველი „ედამი“ – 30% |
35 |
|
ყველი „ემენტალი“ -45% |
94 |
|
ყველი „ტილზიტი“ – 45% |
60 |
|
ყველი „ტილზიტი“ – 30% |
37 |
|
ყველი „კამამბერი“ – 60% |
95 |
|
ყველი„კამამბერი“ – 45% |
62 |
|
ყველი„კამამბერი“ – 30% |
38 |
|
ყველი შებოლილი |
57 |
|
ყველი „კოსტრომული“ |
57 |
|
ყველი „ლიმბურგული“ – 20% |
20 |
|
ყველი „რომადური“ – 20% |
20 |
|
ცხვრის ყველი – 20% |
12 |
|
მდნარი ყველი – 60% |
80 |
|
მდნარი ყველი „რუსული“ |
66 |
|
მდნარი ყველი – 45% |
55 |
|
მდნარი ყველი – 20% |
23 |
|
ყველი სახლის – 4% |
11 |
|
ყველი სახლის – 0.6% |
1 |
|
ზეთები და ცხიმები |
||
მდნარი ნაღების ზეთი |
280 |
|
ნაღების კარაქი ახალი |
240 |
|
ნაღების კარაქი „გლეხური“ |
180 |
|
საქონლის ცხიმი |
110 |
|
ცხიმი ღორის ან ცხვრის |
100 |
|
მდნარი ბატის ცხიმი |
100 |
|
ღორის სალა |
90 |
|
მცენარეული ზეთები |
0 |
|
მარგარინი მცენარეული ცხიმებზე. |
0 |
მცენარეული წარმოშობის პროდუქტები და მცენარეული ზეთები არ შეიცავენ ქოლესტერინს. ისინი შეიცავენ მის ანალოგ — სიტოსტერინს (ფიტოსტერინების ჯგუფი, ცელულოზურ-ქაღალდის კომბინატების ნარჩენების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი), რომელიც პირიქით, ახდენს ნორმალიზაციის ეფექტს ლიპიდების ცვლაზე. ნაწლავში, ისინი ქმნიან უხსნად კომპლექსებს ქოლესტერინთან, რომლებიც ცუდად შეიწოვებიან და შემდგე კი გამოდიან ორგანიზმიდან.
ზოგადად კი, თავის მხრივ მინდა დავამატო, რომ ჩვენი ორგანიზმი არც ისე დაუცველია ალიმენტარული (საკვები) ქოლესტერინის წინაშე. მას შეუძლია „უარი“ თქვას უკანასკნელის ჭარბი რაოდენობით შეწოვაზე, ამავდროულად კი გადაიყვანოს ის უხსნად ნაერთებში — კოპროსტერონებში. თუმცა, ეს მექანიზმი მუშაობს მხოლოდ მიღებული საკვების კომპონენტების სწორი საერთო ბალანსის და კარგი ნივთიერებათა ცვლის შემთხვევაში, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ ფუნქციონირებას. სტატია მოამზადა ლელა გაბინაშვილმა; გადასვლა >>> ,,ქოლესტერინი”
♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.