კოლოიდური
ეს სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს:
ა) ზოგადად, ცნება კოლოიდთან დაკავშირებულს. მაგალითად: ნივთიერების კოლოიდურ თვისებას; კოლოიდურ მდგომარეობას “კოლოიდური ვერცხლი.
ბ) კოლოიდური ხსნარი აღნიშნავს სითხეს, რომელშიც შეტივტივებულია უწვრილესი, მაგრამ მოლეკულებზე მსხვილი ნაწილაკები. მაგალითად კოლოიდური წყალი.
გ) კოლოიდური ქიმია – ფიზიკური ქიმიის ნაწილია, რომელიც კოლოიდების თვისებებს შეისწავლის.
,,კოლოიდური ოქრო”, ,,კოლოიდური ვერცხლი“, ,,კოლოიდური სპილენძი”, ამ ტერმინებით, არც თუ მთლად ზუსტად, აღნიშნავენ სითხეებს, სადაც შეტივტივებულია შესაბამისად, ოქროს, ვერცხლის, ან სპილენძის ნაწილაკები.
_________________________________
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
.