სისტემური ინფორმაცია კოლოიდური ვერცხლის მომხმარებელთათვის

თურმანიძის მალამო

სისტემური ინფორმაცია კოლოიდური ვერცხლის მომხმარებელთათვის

ვერცხლი აუცილებელი მიკროელემენტია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობისათვის,  ყველა ორგანოსა და სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.  ყველაზე მეტ ვერცხლს შეიცავს ადამიანის ტვინი, ნერვული უჯრედების ბირთვი, ენდოკრინული სისტემა, თვალის ფერადი გარსი, ძვლები.

ჩვეულებრივ,  ვერცხლს  ორგანიზმი იღებს  საკვებში კიტრის, კომბოსტოს  და კამის მოხმარების შედეგად მცირე ოდენობით (ამ გზით მისი შევსების ეფექტურობა კიდევ უფრო მცირდება იმის გათვალისწინებით, რომ ეს პროდუქტები სულ უფრო ხშირად მოიყვანება შხამქიმიკატებით გაჯერებულ ნიადაგზე). ნივთიერებათა ცვლის პროცესში ვერცხლის მიკროელემენტი იხარჯება შედარებით დიდი რაოდენობით ვიდრე ის არის ორგანიზმში, ამიტომ საჭიროა ვერცხლის იონების დამატებითი მიწოდება. ადამიანის ორგანიზმისათვის ვერცხლის მოხმარების  სადღედაღამისო დოზა არის 0,088 მგ. ვერცხლის მიწოდების მთავარი გზა ადამიანის ორგანიზმში  არის ნაწლავები და კანი.  ვერცხლის კოლოიდური  ხსნარის მიღების შემდეგ  მისი რაოდენობა სწრაფად გადაიტანება და აღწევს უჯრედებამდე 3–4 დღეში, გამოიყოფა 3 კვირის შემდეგ თირკმლების, ლიმფური სისტემის  და ნაწლავების მიერ. ვერცხლის იონები ორგანიზმში ტოქსიურ შენაერთებს არ წარმოქმნიან. ისინი შედიან რეაქციაში  უჯრედების ჟანგბადოვანი  ცვლის ენზიმებთან. აქედან გამომდინარე კოლოიდური ვერცხლი უვნებელი ნატურალური საშუალებაა მრავალი დაავადების დროს, აბსოლუტურად უვნებელია ადამიანებისათვის, ცხოველებისათვის, მცენარეებისათვის და ყველა მრავალუჯრედოვანი ცოცხალი ორგანიზმისათვის.

აღსანიშნავია კოლოიდური ვერცხლის წარმატებით გამოყენება  ღვინის,  ციტრუსოვანი სასმელების და ხილის წვენების კონსერვაციისათვის. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგენილია, რომ ამ უკანასკნელთა  კოლოიდური ვერცხლით დამუშავების შედეგად მათი შენახვის ვადა შვდი დღიდან ერთ წლამდე იზრდება.

ვერცხლის აქტიური იონები შეაღწევენ ცოცხალი ორგანიზმის ქსოვილებში, თავისუფლად ცირკულირებენ  სისხლში და თხევად  გარემოში. იქ ხვდებიან პათოგენურ  მიკრობებს, სოკოებს, ვირუსებს, შეაღწევენ მათ გარსში და ბლოკავენ მათი სუნთქვის ფუნქციას. ამის შედეგად  მიკროორგანიზმები ვერ გამოიმუშავებენ მდგრადობას ვერცხლის იონების გამანადგურებელ მოქმედებაზე, რასაც აკეთებენ ანტიბიოტიკების მიმართ. ნაწლავის სასარგებლო ფლორას ვერცხლის  იონები არ ეხებიან, პირიქით ეხმარებიან  დიზბაქტერიოზთან  ბრძოლაში. ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით  ვერცხლის პრეპარატებს  გააჩნიათ  ფართო ანტიბაქტერიული სპექტრი და არ თრგუნავენ იმუნურ სისტემას. კოლოიდური ვერცხლი მოქმედებს ბაქტერიების 650 სახეობაზე, ხოლო ანტიბიოტიკების მოქმედების სპექტრი მხოლოდ 5 -10 სახეობის ბაქტერიაა.

ვერცხლის მიკოროელემენტები აახალგაზრდავებს სისხლს და ასტიმულირებს  სისხლმბად ორგანოს, ზრდის  ლიმფოციტების, ერითროციტების  რაოდენობას, რის შედეგადაც მატულობს პროთრომბინის პროცენტი.

 ვერცხლის მიკროელემენტები აძლიერებენ მეტაბოლურ პროცესებს თავის ტვინში და აუმჯობესებენ  მის ფუნქციას. ვერცხლის პრეპარატები  დაბალი დოზით სტიმულირებენ ქსოვილში  ანთებით პროცესებს, აუმჯობესებენ  ენერგეტიკულ ცვლას. ამის გამო უნდა ვივარაუდოთ  ვერცხლის იონების  გამოყენება  იშემიური მდგომარეობის  დროს.

ბოლო წლების გამოკვლევებმა გვიჩვენეს,  რომ ვერცხლის მიკროელემენტები  იწვევენ ფიბრობლასტური უჯრედების გამრავლებას და ვითარდება  თვითგანახლება, რეგენერაცია ამ უჯრედების. ეს აღმოჩენა  გვიტოვებს იმედს, რომ  ვერცხლის პრეპარატები გამოყენებულ იქნას  სიმსივნეების დროს.

იონიზირებული ვერცხლი ურთიერთმოქმედებს  უჯრედოვან ცილებთან და ქმნის ჭრილობაში არააქტიურ უხსნად  შენაერთების დამცავ შრეს, მოქმედებს ნერვულ დაბოლოებებზე და იძლევა ანალგეზიურ – ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. იონიზირებული  ვერცხლის ხსნარი  გამოიყენება  რბილი ქსოვილების ჩირქოვანი  ანთებადი დაავადებების დროს, ხელს უწყობს ჭრილობის სწრაფ გაწმენდას ნეკროზული უბნებისაგან, გამოიყენება ანთების ყველა პროცესში.

_________________________________________________

    • პოსტი წარმოადგენს უცხოური მასალების დაიჯესტს და არ ეფუძნება დამოუკიდებელ სამედიცინო კვლევებს.
    • Facebook-ზე კოლოიდური ვერცხლის, ოქროსა და სპილენძის მომხმარებელთათვის შექმნილია სპეციალური ჯგუფი.
    • გაწევრიანდით Face-ჯგუფში https://www.facebook.com/groups/354213658073494/, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება.
    • ქართულ სამედიცინო პორტალზე www.medgeo.net  შექმნილია სპეციალური საიტი.
    • ”კოლოიდური ოქრო, ვერცხლი და სპილენძი” http://www.medgeo.net/2014/10/02/koloiduri-vercxli/
    • ეს პოსტი და მასალები და   ეკუთვნის საქველმოქმედო საზოგადოებას „ამაგდარი“. იგი არის პასუხისმგებელი შინაარსზეც.  ოფისი:  2364946; ელ. ფოსტა   amagdari@gmail.com. მოგვაწოდა პროფ. ვ. შარაშიძემ.

გადასვლა >>>> ,,კოლოიდური ვერცხლი”

..

Share this...Share on Facebook
Facebook