ჭარბი ოფლიანობა დაავადებაა
რა შეიძლება იყოს ოფლის სუნზე უსიამოვნო? ზაფხულში ეს პრობლემა მწვავდება, ხდება ანტიპერსპერანტებისა და დეზოდორანტების ფართო რეკლამირება, მაგრამ სამწუხაროდ კოსმეტიკური საშუალებები ვერაფერს დაეხმარება ადამიანს, რომელიც დაავადებულია ჰიპერჰიდროზით – დაავადებით, რომელიც მიმდინარეობს ოფლის ჭარბი გამოყოფით და როგორც ყველა დაავადება, საჭიროებს მკურნალობას.
ნორმაში ყველა ადამიანი მუდმივად გამოყოფს ოფლს. ნორმალური ტემპერატურის დროს გამოიყოფა ნახევარ ლიტრამდე ოფლი დღე-ღამეში, მაღალი ტემპერატურისა და განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს – კი ათჯერ მეტი. ჭარბი ოფლიანობა საკმაო დისკომფორტს უქმნის ადამიანს. თუმცა, სხვა შემთხვევაში, მაგ. გაცივებისას, ადამიანი სპეციალურად ოფლის მოდენის მიზნით სვამს ასპირინს, ჟოლოს მურაბიან ჩაის და იხურავს თბილ საბანს.
სტატისტიკის მიხედვით, ჰიპერჰიდროზით დაავადებულია მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%. ამ დაავადებას დაავადებათა საერთაშორისო ნომენკლატურის მიხედვით მინიჭებული აქვს კოდი – 780.8, თუმცა, ქვეყნების უმრავლესობაში ამ დაავადებას არ გამოყოფენ ცალკე პათოლოგიად. მხოლოდ შვედეთსა და დიდ ბრიტანეთში იფარება ჰიპერჰიდროზის მკურნალობა სამედიცინო დაზღვევით.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობს ჭარბი ოფლდენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების ძიება, მკურნალობის ოპტიმალური საშუალებები ჯერჯერობით გამოყოფილი არ არის.
წყარო: www.medportal.ge
____________________________________
გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა”
..