8 ხერხი თუ როგორ შევქმნათ და შევინარჩუნოთ სიყვარული
ყველა ოცნებობს ლამაზ სიყვარულზე, როგორც კინოში. მაგრამ ცხოვრება კინო არ არის, იქ უფრო პროზაულია ყველაფერი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყვარხართ უბრალოდ იმიტომ, რომ თქვენ არსებობთ, თქვენი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. რთული წარმოსადგენია ის რომ, შენ უნდა გიყვარდეს ვიღაც, არაფრის გამო. მიუხედავად ამისა, ხანგრძლივი ურთიერთობები წარმოუდგენელია სიყვარულის გარეშე.
თქვენ და თქვენი მამაკაცი ძლიერად ხართ დაკავშირებული ერთმანეთთან. შეჩვეული ხართ ერთმანეთს. მაგრამ ამ ყველაფერს თან სდევს ტკივილი. ტკივილი იმისა, რომ არ იქნეს დაშვებული შეცდომა ან სიტყვით, ან საქმით, რომელსაც შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს ქალისა და მამაკაცის გრძნობებს.
ქვემოთ მოყვანილია რვა ხერხი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ და შეინარჩუნოთ ნამდვილი სიყვარული, ე.ი. იყოთ ნამდვილად ბედნიერი ურთიერთობებში.
1. არ წარმოიდგინოთ პარტნიორი იდეალურად. რომანტიული ტრაგედია დგება ზუსტად თაფლობის თვის შემდეგ, როდესაც იკლებს აღტაცება და იწყება ჩვეულებრივი ცხოვრება. დააკვირდით თქვენს პარტნიორს, ურთიერთობის დასაწყისში ესაუბრეთ მას, მოუსმინეთ დაკვირვებით, შეეცადეთ გაიგოთ, თუ ვინ ზის თქვენს გვერდით, რამდენად ემთხვევა თქვენი ფასეულობები ერთმანეთს.
2. იყავით მზად ისწავლოთ ერთმანეთისაგან. ყოველი ადამიანი განსხვავებულია. საყვარელ ადამიანს უნდა ელაპარაკოთ, ერთი და იგივე საქციელი შეიძლება ახსნილი იყოს სხვადასხვანაირად. ამიტომ არ გაჩერდეთ, ელაპარაკეთ, თუ ცუდად ხარ, აუხსენით რატომ, თუ კარგად ხართ – იყავით მადლიერნი მამაკაცის მიმართ. დროთა განმავლობაში თქვენ უსიტყვოდ გაუგებთ ერთმანეთს.
3. ისწავლეთ მიიღოთ სიამოვნება მარტოობისაგან. სიყვარული, ურთიერთობა -არ არის ცირკი. თქვენს პარტნიორს, თქვენს გარდა, კიდევ ბევრი საქმე-სამუშაო აქვს, მეგობრები, ჰობი. ამიტომ, რაც უფრო დაკავებულია ადამიანი და მრავალფეროვანია მისი ცხოვრება, მით უფრო ბევრია მის ცხოვრებაში ასეთი „სხვა“. სიყვარული ვერ გიხსნით მარტოობისაგან.
4. გააანალიზეთ უთანხმოების მიზეზები
ბევრი წყვილი ჩხუბობს, შემდეგ ისევ რიგდება, და ამით ინარჩუნებენ ეგრეთ წოდებულ რომანტიკულ ტრანსს. მთავარი, რომ ჩხუბის უკან არ იდგეს უფრო სიღმრმისეული პრობლემები – სიახლოვის შიში, ფსიქოლოგიური ტრავმები, ეჭვიანობა. გახსოვდეთ, რომ ადამიანი კარგს უფრო ხანგრძლივად იმახსოვრებს.
5. დააფასეთ ის, რაც გაქვთ. სიმართლე ის არის, რომ ადამიანს შეგიძლია მოსთხოვო იმდენი, რამდენსაც შენ უკეთებ მას. დაიწყეთ სიყვარული ისე, როგორც თქვენ გინდათ რომ უყვარდეთ.
6. უარი თქვით ფსიქოლოგიურ მანიპულაციებზე. ნამდვილი სიყვარულის საფუძველი არის ურთიერთნდობა. იყავით გულღია, არ მოახდინოთ პარტნიორზე ზეწოლა. იქ, სადაც არის ურთიერთგაგება, ადამიანები არ თამაშობენ მანიპულაციურ თამაშებში.
7. შეიყვარეთ ყოველდღიურობა. დღესასწაული არ გრძელდება დიდხანს. მთავარია, ისწავლოთ სიამოვნების მიღება საყვარელ ადამიანთან ყოველდღიურ ცხოვრებაში.
8. თქვენ მიაღწიეთ ნადვილ სიახლოვეს. გახსენით გული სიყვარულისათვის. ბედნიერებას არ სჭირდება პირობები, ეს სულის მდგომარეობაა. >> ფსიქოლოგია
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://yaroslav-samoylov.com/lyubov/6-vragov-lyubvi.html
..