როგორ შევიყვაროთ თავი
ზოგი ქალი აღწევს წარმატებას ცხოვრებაში, ზოგი ვერ აღწევს, რაც იწვევს მის გაღიზიანებას არა მარტო კაცის, არამედ ყველაფრის მიმართ. ასეთ დროს ყველაზე კარგი რჩევა იქნება – შეიყვარეთ თქვენი თავი. და მაინც რას ნიშნავს ეს.
თავის თავის მიმართ სიყვარული – არ ნიშნავს მომატებულ თვითშეფასებას, ეგოიზმს, თვითკმაყოფილებას.
საკუთარი თავის მიმართ სიყვარული-ნიშნავს პოზიტიურ თვითმიღებას. თვითმიღება – ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ღებულობს თავის თავს ყველა თავისი უპირატესობებით, დადებითი თვისებებით და რაც მთავარია, უარყოფითი თვისებებითაც, ყოველგვარი სინდისის ქენჯნისა და დანაშაულის შეგრძნების გარეშე. გამოდის ერთი რამ: რაც უფრო კარგად ექცევა ადამიანი საკუთარ თავს, მით უფრო კარგად ექცევა ის გარემოცვას. და მიანც- რატომ არ უყვართ ქალებს თავი?
მიზეზი 1 – მშობლები.
პირველი მარცვალი საკუთარი თავის ვერ შეყვარებისა იდება მშობლის მიერ, როდესაც მშობელი ეჩხუბება ბავშვს, სჯის მას, უკრძალავს, და ამის უკან დევს მშობლის გადმოსახედიდან მხოლოდ დადებითი აზრები, ხოლო ბავშვისათვის იდება და ყალიბდება უარყოფითი კომპლექსები – ის არა მარტო არ უყვართ, ის არ უყვართ დამსახურებულად.
მიზეზი 2 – ვლინდება მოზრდილობის ასაკში.
არსი მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი იწყებს თავის თავის შეფასებას იმ კრიტერიუმებით, რა კრიტერიუმებითაც აფასებს გარშემომყოფთ.
და მაინც როგორ უნდა ისწავლოს ქალმა საკუთარი თავის შეყვარება?
1. პირველ რიგში უნდა ჩაწვდეთ და გაიგოთ მიზეზი მშობლის ნეგავიტისა, რომელმაც თავი იჩინა ბავშვობაში და გრძელდება დღესაც. მას არ აქვს კავშირი თქვენ პირად თვისებებთან. მშობლებს უნდა გავუგოთ, ვაპატიოთ,
2. გაანთავისუფლეთ ადგილი კარგისათვის. დაწერეთ წერილი წარსულში, დაუწერეთ მსობლებს, თუ მოგაყენეს წყენა. ყოფილ მამაკაცს, რომელმაც შესაძლოა, მოგაყენათ დიდი ტკივილი. პირველ წერილში იქნება დიდი ნეგატივი, ტკივილი, პრეტენზია, კრიტიკა ფურცელზე გადატანილი. მეორე წერილი იქნება მადლიერების გამოხატულება ყველაფერ იმაზე, თუ რა გასწავლათ ამ ადამიანთან ურთიერთობამ.
3. დაკავდით საკუთარი თავით, მიხედეთ სხეულს, ჯანმრთელობას, თქვენს ტკბობას ამ ცხოვრებით.
4. აკეთეთ კეთილი საქმეები! უბრალოდ ისე, უთხარით კომპლიმენტები ადამიანებს, ეძიეთ მათში კარგი. დაეხმარეთ მათ, ვისაც არ შესწევთ უნარი დაეხმარონ საკუთარ თავს.
5. გათავისუფლდით ისეთი გარემოცვიდან, რომელსაც უკან და ქვევით მიჰყავხართ.
6. შეცვალეთ ცხოვრების სტილი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია. >> ფსიქოლოგია
მოამზადა რუსუდან მაჩალაძემ. http://yaroslav-samoylov.com/lyubov/kak-zhenshhine-nachat-lyubit-sebya.html