რა უნდა ვაჩუქოთ ქორწინების წლისთავებზე

რა უნდა ვაჩუქოთ ქორწინების წლისთავებზე

თქვენი ქორწინების დღე   ეს მწვანე ქორწილია   ახალი ცხოვრებისა და სიცოცხლის საწყისი   აღნიშნეთ ეს დღე ყოველ წელს. მიაჩვიეთ თქვენი ახლობლები, შვილები, შვილიშვილები, რომ განსაკუთრებით მოგილოცონ ეს დღე. ეს მათი ოჯახური ბედნიერებისთვსაა საჭირო.

1 წელი   ჩითის ქორწილი.
მეგობრებს ვურჩევთ ამ დღის აღსანიშნავად გაჩუქონ ჩითის და საერთოდ ბუნებრივი ქსოვილისაგან დამზადებული ნივთები: თეთრეული, პირსახოცები და ა.შ.

2 წელი   ქაღალდის (მინის) ქორწილი.
საუკეთესო საჩუქარი ამ დღისთვის იქნება: წიგნები, ფოტოალბომები, ლარნაკი და მინისაგან დამზადებული სუვენირები.

3 წელი  ტყავის ქორწილი.
ამ დღის აღსანიშნავად საუკეთესო საჩუქარია ტყავისაგან დამზადებული ნივთები: ხელთათმანები, საფულეები, ჩანთები…

4 წელი  სანთლის ქორწილი. ამ დღეს სუფრა აუცილებლად დაამშვენეთ მოციმციმე სანთლებით და მხოლოდ ორმა აღნიშნეთ რომანტიულ ატმოსფეროში. საუკეთესო საჩუქარია სურნელოვანი სანთლები და ვარდების თაიგული.

5
წელი  ხის ქორწილი.
საუკეთესო საჩუქარია ხისაგან დამზადებული ნივთები: თასები, ლამაზი ზარდახშები, ჩარჩოები სამახსოვრო ფოტოებისთვის…

6 წელი  თუჯის ქორწილი.
საუკეთესო საჩუქარი ამ დღისთვის იქნება თუჯისა და საერთოდ ლითონისაგან დამზადებული ჭურჭელი, შანდლები და სუვენირები.

7 წელი  სპილენძის ქორწილი.
საუკეთესო საჩუქარი, როგორც ხვდებით სპილენძისაგან დამზადებული ნივთები იქნება.

8 წელი  თუნუქის ქორწილი.
ამ დღეს ცოლს (ოჯახის მყუდროების დამცველს) ჩუქნიან თუნუქის ჭურჭელს და ელექტროხელსაწყოებს.

9 წელი  თიხის ქორწილი.
ამ დღეს აჩუქეთ წყვილს თიხის ქოთანში ჩარგული ყვავილები, ან ნებისმიერი თიხის ნაკეთობა და უსურვეთ, რომ მათი ცხოვრების გზაზე არ ყოფილიყოს რყევები.

10
წელი  ვარდის (კალის) ქორწილი.
მეგობრებს შეუძლიათ მოგართვან ბოთლი კარგი წითელი ღვინო და ნებისმიერი, კალისაგან დამზადებული ნაკეთობა.

11 წელი  ფოლადის ქორწილი.
ამ დღისთვის მიღებულია საჩუქრად ფოლადის ნაკეთობები.

12
წელი  ნიკელის ქორწილი.
ეს თარიღი მხოლოდ ოჯახურ წრეში აღინიშნება.

13 წელი  მაქმანების ქორწილი.
ერთმანეთს აჩუქეთ ნებისმიერი აჟურული, ფაქიზი ნივთი. ამ თარიღისათვის საუკეათესო საჩუქარია სუნამოები.

14 წელი  აგატის ქორწილი.
აჩუქეთ ერთმანეთს სპილოს ძვლის ან სამკაულები აგატის ქვებით.

15 წელი  ბროლის ქორწილი.
აჩუქეთ ბროლის ნაკეთობები, რომ მომავალი ცხოვრება იყოს უღრუბლო და იბრწყინოს ნაირ-ნაირი ფერებით.

20 წელი  ფაიფურის ქორწილი.
გილოცავთ იუბილეს! ამ დღეს სუფრაზე აუცილებლად უნდა იწონებდეს თავს ახალი ფაიფურის სერვიზი. ფაიფურის ყოველგვარი ნაკეთობა საუკეთესო საჩუქარია ამ თარიღისათვის.

25 წელი  ვერცხლის ქორწილი.
აჩუქეთ ერთმანეთს ვერცხლის ნივტები

30
წელი  მარგალიტის ქორწილი.
ამ დღეს ქმარი ცოლს ჩუქნის მარგალიტის სამკაულს, აწყობილს 30 მარგალიტისაგან.

35
წელი  ქარვის ქორწილი.
ქარვა მზის სიმბოლოა. ამ დღისთვის საუკეთესო საჩუქარი ქარვაა.

40 წელი  ლალის ქორწილი.
ლალი ასევე ცეცხლის ქვაა. ქმაქრი ცოლს ლალის სამკაულს ჩუქნის

45
წელი  საფირის ქორწილი.
აჩუკეთ ერთმანეთს ამ ქვებით სამკაულები, რომელიც თქვენს ცხოვრებისეულ ბედნიერებას უფრო ძლიერს გახდის.

50
წელი  ოქროს ქორწილი.
ამ დღეს მეუღლეები საზეიმოდ ცვლიან ახალ საქორწინო ბეჭდებს და ძველ საქორწინო ბეჭდებს შვილებს და შვილიშვილებს ჩუქნიან. დაე, მათაც ისევე გაუმართლოთ ცხოვრებაში, როგორც თქვენ.

55 წელი  ზურმუხტის ქორწილი.

60 წელი  ბრილიანტის ქორწილი.

65 წელი  რკინის ქორწილი.

70 წელი  ნაყოფიერების  მადლიერების ქორწილი.

75 წელი  გვირგვინოსანი ქორწილი (დამაგვირგვინებელი)

80 წელი  მუხის ქორწილი.

100
წელი  წითელი ქორწილი.

__________________________________

..