აღნაგობის კორექტორი

აღნაგობის კორექტორი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


აღნაგობის კორექტორი. როგორ გავიუმჯობესოთ აღნაგობა

მოხრილობა არცერთ ადამიანს არ ანიჭებს მომხიბვლელობას. ჩამოშვებული მხრები და მოხრილი ზურგი გააფუჭებს ყველაზე ლამაზ ფიგურასაც კი.

♦ მხრების გასასწორებელი ქამრები (ბანდაჟები) ინტერნეტ-მაღაზია ამაზონზე


თუმცა, გარეგანი მიმზიდველობის გარდა, არასწორ აღნაგობას შეუძლია გამოიწვიოს მრავალი სხვა პრობლემაც. მათ რიცხვში შედის – ქრონიკული დაღლილობა, ოსტეოქონდროზი, გაძნელებული სუნთქვა, ქსოვილების ჰიპოქსია, თავის ტკივილი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა და სხვა.
ამიტომ, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ხერხემლის ჯანმრთელობას ან დროულად გადაწყვიტეთ მასთან დაკავშირებული პრობლემები. ამაში დაგეხმარებათ სპეციალური ვარჯიშები და აღნაგობის გამოსასწორებელი ყველა შესაძლო კორექტორი.

აღნაგობის კორექტორის დანიშნულება

პირობითად აღნაგობის კორექტორები შეიძლება დაიყოს სამკურნალო და პროფილაქტიკურ კორექტორებად. სამკურნალოები გამოიყენება ხერხემლის დიაგნოსტირებული პათოლოგიების სამკურნალოდ. აღნაგობის კორექტორის ჩვენება შეიძლება იყოს შემდეგი:

  • სქოლიოზის სხვადასხვა სახეები
  • რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი
  • გულმკერდის კიფოზი
  • მოხრილობა
  • წელის ლორდოზი
  • მალების ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიები (შეძენილი და თანდაყოლილი).

ასეთი მოწყობილობები შეიძლება იყოს დამჭერი და მაკორექტირებელი ტიპის. პირველი – ეწინააღმდეგება ხერხემლის დეფორმაციას, მეორე – ასწორებს აღნაგობას.
აღნაგობის პროფილაქტიკური რეკლინატორი ანუ კორექტორი განკუთვნილია ნორმალური, ფიზიოლოგიური აღნაგობის შესანარჩუნებლად და ხერხემლის სხვადასხვა მოხრილობების თავიდან ასაცილებლად იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რეგულარულად ერღვევათ აღნაგობა ხანგრძლივი ფიქსირებული მდებარეობის გამო. 

ასეთებს შეიძლება მივაკუთვნოთ – სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, ოფისის თანამშრომლები და სხვა. გარდა ამისა, პროფილაქტიკური მიზნით კორექტორები ინიშნება ხანდაზმული ასაკის ადამიანებში და ასევე იმათთვის, რომლებიც რეგულარულად დინამიური დატვირთვის ქვეშ არიან (სიმძიმეების აწევა, ხანგრძლივი სიარული).

აღნაგობის კორექტორის წინააღმდეგჩვენება

  • იმ ადგილების დაზიანება სადაც უნდა განთავსდეს კორექტორი
  • ფილტვის და გულის უკმარისობა
  • ალერგია მასალებზე, რომლისგანაცაა დამზადებული კორექტორი

სარგებელი და ზიანი

აღნაგობის კორექტორის სარგებელი ხერხემლისთვის მდგომარეობს იმაში, რომ მისი ტარების დროს ნორმალიზდება მოდუნებული კუნთების დაჭიმულობა, ამასთანავე ხდება კუნთების განტვირთვაც, რომლებიც განიცდიან ჭარბ გაჭიმვას და იწვევენ ხერხემლის ცდომას. ეს საშუალებას იძლევა ჩამოყალიბდეს ნორმალური კუნთოვანი კორსეტი, რომელიც საიმედოდ იჭერს ხერხემალს ბუნებრივ, სწორ მდგომარეობაში.
გარდა ამისა, კორექტორი ამცირებს დატვირთვას და არეგულირებს ხერხემალს, აუმჯობესებს ლიმფის დინებას და ადგილობრივ სისხლის მომარაგებას, აქრობს ტკივილის შეგრძნებას.
მსგავსი მოწყობილობები აიძულებს ადამიანს დამოუკიდებლად დაიჭიროს სხეული სწორ მდგომარეობაში, რის შედეგადაც კარგი აღნაგობა გადაიქცევა ჩვევად.
კორექტორის დახმარებით შეიძლება სქოლიოზის ხარისხის შემცირება ან მის მთლიანად აღმოფხვრას.

როგორც ადრე ავღნიშნეთ, კორექტორი ძალიან მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იძულებულნი არიან ბევრი დრო გაატარონ უძრავ ან მოუხერხებელ მდგომარეობაში, მაგალითად კომპიუტერთან მუშაობის დროს.
ასეთ სიტუაციაში კორექტორის სარგებელი მდგომარეობს იმაში, რომ ნაკეთობის ტარება დაგეხმარებათ გადაღლილი კუნთების განტვირთვაში, რაც თავის მხრივ ადვილად გადაატანინებს ორგანიზმს სტატიკურ დატვირთვას და აღმოფხვრის მოხრილობას.
აღნაგობის დარღვევა ყველაზე ხშირად იწვევს კუნთოვანი კორსეტის დასუსტებას; ამ შემთხვევაში მოდუნებულ კუნთებს არ შეუძლიათ დაიჭირონ ხერხემალი ნორმალურ მდგომარეობაში, რის გამოც ის დეფორმირდება.
თუ ადამიანი დამოუკიდებლად დაუნიშნავს შვილს კორექტორს და გამოიყენებს მუდმივად, უკონტროლოდ, როდესაც ის სრულიად არ არის საჭირო, მდგომარეობა შეიძლება დამძიმდეს.
ასეთი მოწყობილობის არასწორი ტარების ან არასწორი შერჩევის შედეგად კუნთები არ იმუშავებს, რაც გამოიწვევს მათ მეტად დასუსტებას, შესაბამისად კი ხერხემლის დიდ მოხრილობას.
სწორედ ამაში მდგომარეობს აღნაგობის კორექტორის ძირითადი უარყოფითი თვისება.

აღნაგობის კორექტორების სახესხვაობები

ხერხემლის დაზიანებული არის, დარღვევის სახის და მისი სტადიის მიხედვით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის კორექტორები:

  • რეკლინატორები. მათი ქამრები განიზიდავს მხრებს, რის ხარჯზეც მიიღწევა აღნაგობის გაუმჯობესება. ჩვეულებრივ ისინი იწარმოება რვიანისებურად გადაჯვარედინებული მარყუჟების სახით. ეს მარყუჟები მოიცავს მხრებს წინიდან და ჯვარედინდება უკნიდან ბეჭების დონეზე. ამგვარად, ნაკეთობა მოქმედებს მხრის სარტყელზე და ახორციელებს მხრების განზიდვას. რეკლინატორებს ყოფენ სამკურნალოებად და პროფილაქტიკურებად.
  • პროფილაქტიკური რეკლინატორები გამოიყენება მოხრილობის პრევენციისთვის და ე.წ. სწორი აღნაგობის სტერეოტიპის გამოსამუშავებლად. სამკურნალო რეკლინატორები გამოიყენება ხერხემლის დეფორმაციის სამკურნალოდ, მხოლოდ იმათთვის, ვისაც აქვს ადრეული სტადიები.
  • გულმკერდის ბანდაჟი. მსგავის მოწყობილობები გამოიყენება მაშინ, როდესაც ხერხემალი გაღუნულია გულმკერდის ნაწილში.
  • ისინი ეხმარება აღნაგობის დარღვევებისას და მოხრილობის დროს. ასეთი კორექტორი აუცილებლად უნდა შეირჩეს მკერდის მოცულობის და სიგრძის შესაბამისად.
  • წინააღმდეგ შემთხვევაში ის ან არ მოახდენს არანაირ ეფექტს (აუცილებელზე მეტი ზომა), ან გამოიწვევს უფრო მეტ მოხრილობას (აუცილებელზე ნაკლები ზომა).
  • გულმკერდის კორექტორი. ასეთი კონსტრუქციები მზადდება კორსეტის ან ქამრის პრინციპით და აღჭურვილია უხეში „ნეკნებით“; დამატებით შეიძლება ქონდეთ რეკლინატორი ან ქამრები გულმკერდის ქვედა ნაწილის დასაჭერად.
  • ასეთი კონსტრუქციები კარგად აფიქსირებს ხერხემალს, უფრო ზუსტად კი მის გულმკერდის ნაწილს, რაც საკმაოდ ეფექტური საშუალებაა აღნაგობის დარღვევების და სქოლიოზის წინააღმდეგ.
  • გულმკერდ-წელის კორექტორები. ისინი მოიცავენ ქამარს, კორსეტს და რეკლინატორს. მათი მოქმედება ვრცელდება ხერხემლის წელის, გულმკერდის და ზოგჯერ გავის ნაწილებზე.
  • ეს საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს თითქმის მთლიანი ხერხემლის სვეტის კორექცია.
  • გულმკერდ-წელის კორექტორები ინიშნება ოსტეოპოროზის, აღნაგობის დარღვევების, კიფოზისა და სქოლიოზის 1-ლი და მე-2 სტადიების, ოსტეოქონდროზის, ხერხემლის გარკვეული ტრავმების დროს.

კორექტორები ასევე იყოფა უხეშობის ხარისხის მიხედვით:

  • ელასტიკური. ეს არის ყველაზე მსუბუქი სახე. ელასტიური ან მსუბუქი კორექტორი (ჩვეულებრივ ესენია რეკლინატორები), იწარმოება სპეციალური კარგად წელვადი ქსოვილისგან. ის ახდენს ხერხემლის სტაბილიზაციას მოდუნებული კუნთების დროს.
  • ნახევრად-უხეში. საშუალო კორექტორი აღჭურვილია ზამბარიანი ჩანადგამებით წელის არეში. ეს უზრუნველყოფს ნაკეთობის სხეულთან ოპტიმალურ მიმაგრებას, აღნაგობის კარგ ფიქსაციას და კუნთების გამაგრებას.
  • უხეში. უხეშ კორექტორს აქვს სპეციალური უხეში „ნეკნი“, რომელიც მზადდება პლასტმასისგან, ხისგან ან ალუმინისგან. მეტ-ნაკლებად პრიორიტეტულია ალუმინის ჩანადგამები, რადგანაც მათ შეუძლიათ მოიხარონ საჭირო კუთხით.

აღნაგობის კორექტორის გამოყენების წესი

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ნებისმიერი ზიანი აღნაგობის კორექტორის ტარებისას, აუცილებელია მის სწორად შერჩევა, შემდეგ კი სწორად გამოყენება.
ვიდრე გადაწყვეტთ შეიძინოთ ასეთი ნაკეთობა თქვენთვის ან შვილისთის, აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სპეციალისტთან. მხოლოდ ის შეძლებს შეარჩიოს კორექტორის აუცილებელი მოდელი, ამა თუ იმ პათოლოგიის არსებობის გათვალისწინებით.

ძირითადი წესები აღნაგობის კორექტორის შესარჩევად

  • კორექტორის შერჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ელასტიკური და ნახევრად-უხეში კონსტრუქციები გამოდგება უმნიშვნელო დარღვევების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ. უხეში კორექტორები გამოიყენება როგორც ერთ-ერთი მეთოდი პათოლოგიური ცვლილებების სამკურნალოდ.
  • კორექტორი აუცილებლად უნდა შეირჩეს ზომის მიხედვით. ზომის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად, სიმაღლის, ასაკის, გულმკერდისა და სხეულის ზომის შესაბამისად. თუ შეიძენთ დიდ კორექტორს – მისი ტარება არ მოგცემთ არანაირ ეფექტს; პატარა კორექტორს კი შეუძლია დაამძიმოს პრობლემა. ყველაზე კარგია, რომ ზომები განსაზღვროს ექიმმა.
  • სწორად შერჩეული კორექტორი არ უნდა ჭიმავდეს ზედმეტად სხეულს და ეხახუნებოდეს იღლიებს. მისი ქამრები უნდა იგრიხებოდეს, შესაკრავები კი ახდენდეს ზეწოლას.
  • რეკლინატორის ქამრები უნდა იყოს ვიწრო, არანაკლებ 1.5 სმ-სა. თუ კონსტრუქციას აქვს უფრო ვიწრო ქამრები, ის აღჭურვილი უნდა იყოს მსუბუქი შესაერთებლებით.
  • მასალა, რომლისგანაც არის დამზადებული კორექტორი, უნდა უზრუნველყოფდეს ბუნებრივ სითბოს ცვლას (ყველაზე კარგად ამას აკეთებს ბამბა).

როგორ ვატაროთ აღნაგობის კორექტორი პროფილაქტიკური მიზნით

  • კორექტორის ჩაცმა რეკომენდებულია დილით; ამ დროს კუნთები მაქსიმალურად მოდუნებულია;
  • კორსეტი პროფილაქტიკური მიზნით პირველ პერიოდში ატარეთ არა უმეტეს 30 წთ-სა, თანდათან შეგიძლიათ გაზარდოთ დრო 4-6სთ-მდე;
  • ნაკეთობის ტარების ხანგრძლივობა შეიძლება შეადგენდეს 3-6 თვეს;
  • სასარგებლოა კორექტორის ტარება მეტი სტატიკური დატვირთვის პერიოდში – უმოძრაო მდგომარეობაში მუშაობისას, მაგიდასთან ჯდომის დროს. მსგავსი ნაკეთობების გამოყენება დაშვებულია დიდი დინამიური დატვირთვების დროსაც, თუ ამ დროს ადამიანი გრძნობს დისკომფორტს წელის არეში, მაგალითად ხანგრძლივი სიარულის დროს;
  • იმისათვის, რომ მიაღწიოთ ოპტიმალურ შედეგებს, რეკლინატორის გამოყენებისას აღნაგობის თანდათან გაუმჯობესების მიხედვით დაამოკლეთ ქამრის სიგრძეს, ამით კი გააძლიეროთ დაჭიმვა. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ მისი გამოყენების დასაწყისში ქამრების დაჭიმულობა უნდა იყოს მინიმალური, მისი გაზრდა რეკომენდებული ყოველ 4 დღეში;
  • ღამით, დღის პერიოდში დასვენებისას ან ძილის დროს, კორსეტი აუცილებლად მოიხსენით;
  • კორსეტის ტიპის კორექტორების გამოყენება არ შეიძლება დინამიური დატვირთვის დროს, შეიძლება მხოლოდ სიარული, დგომა ან დაჯდომა.

აღნაგობის კორექტორის სამკურნალო მიზნით ტარების წესები

გულმკერდ-წელის და გულმკერდის ნაკეთობების ტარება, რომლებიც დანიშნულია აღნაგობის დარღვევების და მოხრილობის კორექციისთვის ექიმის მიერ, აუცილებელია მხოლოდ მისივე რეკომენდაციები მიხედვით.


აღნაგობის კორექტორიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

❗️ მოხრილობა არცერთ ადამიანს არ ანიჭებს მომხიბვლელობას. ჩამოშვებული მხრები და მოხრილი ზურგი გააფუჭებს ყველაზე ლამაზ ფიგურასაც კი.
🆘 თუმცა, გარეგანი მიმზიდველობის გარდა, არასწორ აღნაგობას შეუძლია გამოიწვიოს მრავალი სხვა პრობლემაც:
✅ ქრონიკული დაღლილობა;
✅ ოსტეოქონდროზი;
✅ გაძნელებული სუნთქვა;
✅ ქსოვილების ჰიპოქსია;
✅ თავის ტკივილი;
✅ სისხლის მიმოქცევის დარღვევა
📌 ამიტომ, აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ხერხემლის ჯანმრთელობას ან დროულად გადაწყვიტეთ მასთან დაკავშირებული პრობლემები, რაშიც დაგეხმარებათ სპეციალური ვარჯიშები და აღნაგობის გამოსასწორებელი ყველა შესაძლო კორექტორი
🔎 პირობითად აღნაგობის კორექტორები შეიძლება დაიყოს:
➡ სამკურნალო კორექტორები -გამოიყენება ხერხემლის დიაგნოსტირებული პათოლოგიების სამკურნალოდ
➡ პროფილაქტიკური კორექტორები;
🖇 აღნაგობის კორექტორის ჩვენება შეიძლება იყოს შემდეგი:
📎 სქოლიოზის სხვადასხვა სახეები;
📎 რადიკულიტი, ოსტეოქონდროზი, მალთაშუა დისკის თიაქარი;
📎 გულმკერდის კიფოზი;
📎 მოხრილობა;
📎 წელის ლორდოზი;
📎 მალების ანატომიური სტრუქტურების პათოლოგიები (შეძენილი და თანდაყოლილი).
👉 შეიტყვეთ უფრო დეტალურად აღნაგობის კორექტორის შესახებ – https://bit.ly/3hJWR96
#აღნაგობისკორექტორი #ცუდიაღნაგობა #არასწორიაღნაგობა #მოხრილობა #ჩამოშვებულიმხრები #ქრონიკულიდაღლილობა #ოსტეოქონდროზი #ქრონიკულიჰიპოქსია #თავისტკივილი #სკოლიოზი #სქოლიოზი #რადიკულიტი #ოსტეოქონდროზი #მალთაშუათიაქარი #კიფოზი #ლორდოზი #მალებისპათოლოგიები #სისხლისმიმოქცევისდარღვევა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)