სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია მასტექტომიის შემდეგ

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ თეთრეული ქალებისათვის მასტექტომიის (სარძევე ჯირკვლის მოკვეთის) შემდგომი პერიოდისათვის ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”.  (ჟოლოსფერი ტექსტები)

სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის თავისებურებები მასტექტომიის შემდეგ

მკერდის რეკონსტრუქცია მოიცავს მთელ რიგ მოქმედებებს, რომლებიც მიმართულია სარძევე ჯირკვლის ფორმისა და მოცულობის, ასევე ძუძუს თავებისა და არეოლების აღსადგენად. ჩატარების პერიოდის მიხედვით სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს:

  • ერთმომენტიანი (ტარდება მასტექტომიასთან ერთად)
  • გადადებული (ტარდება მკერდის მოკვეთიდან გარკვეული დროის შემდეგ)

ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია ითვლება საუკეთესო ვარიანტად, რადგანაც ქალი არ განიცდის ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც დაკავშირებულია სარძევე ჯირკვლის არარსებობასთან.
მაგრამ არსებობს წინააღმდეგჩვენებებიც, რომელთა უმეტესობაც დაკავშირებულია გართულებების განვითარებასთან და ამიტომ საჭიროა რეკონსტრუქციის გადადებაც. თუ ტარდება ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია, ოპერაციას ხშირად ატარებენ ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები.
გადადებით აღდგენით ოპერაციებს ატარებენ მხოლოდ პლასტიკური ქირურგები.
მასტექტომიის შემდეგ სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია შეიძლება ჩატარდეს ერთ-ერთი მეთოდით: იმპლანტების გამოყენებით ან თვითონ პაციენტის ქსოვილების გამოყენებით.


 მასტექტომიის შემდგომი ეგზოპროთეზები ,,ამაზონზე” 
მასტექტომიის შემდგომი კომპრესიული სახელოები
ბიუსჰალტერები მასტექტომიის შემდგომ
ტანსაცმელი მასტექტომიის შემდგომ
საცურაო კოსტიუმები მასტექტომიის შემდგომი პერიოდისათვის


მკერდის რეკონსტრუქცია იმპლანტების დახმარებით

მასტექტომიის ჩატარების შემდეგ სარძევე ჯირკვლის აღდგენის მეტ-ნაკლებად პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს იმპლანტების გამოყენება. რეკონსტრუქციის ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა:

  • როგორც პატარა, ისე დიდი მკერდის აღდგენის შესაძლებლობა;
  • სისხლის მცირე დანაკარგი;
  • ოპერაციის ჩატარებისას მცირე რისკები;
  • ოპერირების მარტივი ტექნიკა;
  • ოპერაციის შემდეგ სწრაფი აღდგენა.

იმპლანტების გამოყენება შესაძლებელია ერთმომენტიანი და გადადებული რეკონსტრუქციების დროსაც.

იმპლანტების სახეები მკერდის რეკონსტრუქციისას

დღეისათვის მკერდის აღსადგენად გამოიყენება იმპლანტების რამდენიმე სახე: სილიკონის, პერმანენტული, ქსოვილოვანი.
პროტეზი, რომელიც სავსეა სილიკონის გელით საშუალებას იძლევა სწრაფად აღდგენს საშუალო ზომის სარძევე ჯირკვალი. დიდი მკერდისთვის რეკომენდებულია პერმანენტული (მუდმივი) პროტეზის გამოყენება, რომელიც შედგება 2 განყოფილებისგან. პირველი განყოფილება სავსეა სილიკონით, მეორე კი თანდათან ივსება სტერილური ფიზიოლოგიური ხსნარით, რაც მთლიანად აღადგენს მკერდის ფორმას და მოცულობას.
ამ მეთოდის გამოყენება რბილ ქსოვილებს თანდათან დაჭიმვის საშუალებას აძლევს.
მკერდის რეკონსტრუქცია ქსოვილოვანი იმპლანტის დახმარებით ხდება 2 ეტაპად. პროტეზის ჩანერგვა ხდება სარძევე ჯირკვლის მოცლების შემდეგ მაშინვე.
ოპერაციიდან რამოდენიმე თვის განმავლობაში ის ივსება ფიზიოლოგიური ხსნარით. ბოლო ეტაპს წარმოადგენს ქსოვილოვანი იმპლანტის ჩანაცვლება სილიკონის ვარიანტით.

ავტოტრანსპლანტაცია მკერდის რეკონსტრუქციისას

მკერდის აღდგენა თვითონ პაციენტის ქსოვილების საშუალებით ითვლება გაცილებით ტრავმატულად. მსგავსი ოპერაციები ძალიან რთულია, პაციენტს კი ჭირდება მეტი დრო რეაბილიტაციისთვის.
მაგრამ ასეთი რეკონსტრუქციის მთავარ უპირატესობად შეიძლება დასახელდეს ორგანიზმის მიერ გადანერგილი ქსოვილის უარყოფის მინიმალური რისკი და ესთეთიკურობის მიღწევა.
ავტოტრანსპლანტაციის უფრო გავრცელებულ მეთოდებად ითვლება შემდეგი:

  • LD – ნაფლეთოვანი მეთოდი
  • TRAM – ნაფლეთოვანი მეთოდი
  • DIEF – ნაფლეთოვანი მეთოდი

LD – ნაფლეთოვანი მეთოდის გამოყენებისას მკერდის აღსადგენ ქსოვილს იღებენ ზურგის ყველაზე ფართო კუნთიდან. ამ მეთოდის გამოყენება ეხმარება სარძევე ჯირკვლის ფორმის ბუნებრივ აღდგენას. ამ მეთოდით მკერდის რეკონსტრუქცია ნაჩვენებია პაციენტებში პატარა და საშუალო ზომის მკერდით.
TRAM – ლოსკუტოვანი მეთოდი გულისხმობს ქსოვილის აღებას მუცლის ქვედა ნაწილიდან. ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა:

  • დიდი ზომის მკერდის აღდგენის საშუალებას იძლევა;
  • ნაწიბური მუცელზე ადვილად იფარება ტანსაცმლით;
  • კანქვეშა ცხიმის არსებობა რეკონსტრუქტირებული მკერდის ფორმის შეცვლის საშუალებას იძლევა წონის ცვალებადობის შემთხვევაში.

DIEF – ნაფლეთოვანი მეთოდი კან–ფასციურია და ნაჩვენებია  საშუალო და დიდი ზომის მკერდის მქონე პაციენტებში.
მკერდის რეკონსტრუქცია ტარდება რამდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე ხდება იმპლანტის ჩანერგვა ან ქსოვილის გადანერგვა, შემდეგ კი მეორე მკერდის ფორმის კორექტირება,  ზედმეტი ცხიმოვანი ქსოვილის მოცილება და ა.შ.

წყარო: http://grudi.pro/onkologiya/rak/ehkzoprotezy-molochnoj-zhelezy.html; გადასვლა >>> ონკოლოგია


სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციაFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🔹 სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქციის თავისებურებები მასტექტომიის შემდეგ 🔹
📌 ჩატარების პერიოდის მიხედვით სარძევე ჯირკვლის რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს:

➡ ერთმომენტიანი – ტარდება მასტექტომიასთან ერთად
📎 ერთმომენტიანი რეკონსტრუქცია ითვლება საუკეთესო ვარიანტად, რადგანაც ქალი არ განიცდის ფსიქოლოგიურ ტრავმას, რომელიც დაკავშირებულია სარძევე ჯირკვლის არარსებობასთან
➡ გადადებული – ტარდება მკერდის მოკვეთიდან გარკვეული დროის შემდეგ
📎 გადადებით აღდგენით ოპერაციებს ატარებენ მხოლოდ პლასტიკური ქირურგები
💉 მასტექტომიის ჩატარების შემდეგ სარძევე ჯირკვლის აღდგენის მეტ-ნაკლებად პოპულარულ მეთოდს წარმოადგენს იმპლანტების გამოყენება
💬 რეკონსტრუქციის ამ მეთოდს აქვს ბევრი უპირატესობა:
✅ როგორც პატარა, ისე დიდი მკერდის აღდგენის შესაძლებლობა;
✅ სისხლის მცირე დანაკარგი;
✅ ოპერაციის ჩატარებისას მცირე რისკები;
✅ ოპერირების მარტივი ტექნიკა;
✅ ოპერაციის შემდეგ სწრაფი აღდგენა
👉 შეიტყვეთ მეტი მასტექტომიის შემდგომი რეკონსტრუქციის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3RZEARR
#მასტექტომია #სარძევეჯირკვლისრეკონსტრუქცია #მასტექტომიისტიპები #ტოტალურიმასტექტომია #მოდიფიცირებულირადიკალურიმასტექტომია #რადიკალურიმასტექტომია #ნაწილობრივიმასტექტომია #ძუძუსთავისშემანარჩუნებელიმასტექტომია #ერთმომენტიანირეკონსტრუქცია #გადადებულირეკონსტრუქცია #სარძევეჯირკვლისიმპლანტები #მასტექტომიისშემდგომირეკონსტრუქცია #სარძევეჯირკვლისმოცილება #სარძევეჯირკვლისაღდგენა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


♦! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ
♦  ამაზონი ფასდაკლებებით
♦ ბანდაჟი / გამოწერა / დიდი არჩევანი / აქციები
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
„ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)