ალკონოლი – ALKONOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

შემადგენლობაყურძნის ღეროს პოლიფენოლების კომპლექსი

ალკონოლი – ALKONOL-ის კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი

ბიო აქტიური დანამატი; ძლიერი ანტიოქსიდანტი; საშუალება ალკოჰოლის მოხმარებისას თანმხლები საშიში შედეგების აღსაკვეთად.


ალკონოლი – ALKONOL აფთიაქებსა და ბაზებში , ფასები, აქციები, პრაისები , ინტერნეტ-აფთიაქები >>>
ბმული გვერდიდან შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია პრეპარატების აფთიაქებსა და ბაზებში არსებობის, ფასების, ფასდაკლებების, ინტერნეტ-აფთიაქების შესახებ, გამოიხმოთ პრაისები,  უფასო პრეპარატების სიები და სხვა >>>

ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>>
ჩაწერა ხდება მხოლოდ ელიტარულ, ცნობილ ექიმებთან ელფოსტით, ტელეფონით, სკაიპით, მესენჯერით და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით >>>

უცხოეთიდან კონსულტაციები, მეორადი დიაგნოზი, დანიშნული მედიკამენტების ანალიზი, მედიკამენტების მეორეული დანიშვნა უცხოელი სპეციალისტების მიერ, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>>
იხ. სამედიცინო ტურიზმის სპეციალიზებული საიტი >>>


გამოყენება

კლინიკურმა გამოკვლევებმა აჩვენა ბადი ალკონოლის დადებითი მოქმედება ალკოჰოლიზმის კომპლექსურ თერაპიაში. ალკონოლი ფასეულია იმითაც, რომ იცავს ღვიძლს არა მარტო ალკოჰოლისგან, არამედ სხვა ნეგატიური ქიმიური მოქმედებისგანაც – რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. თრგუნავს რა ენდოგენური (შინაგანი) და ეგზოგენური (გარეგანი) ტოქსინების ზემოქმედებას, პრეპარატი ასევე ახდენს ანტისტრესულ ზემოქმედებას.
მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს როგორც ერთჯერადად (შემთხვევიდან შემთხვევამდე), ისე კომპლექსურად (კურსობრივად).

ჩვენებები

  • მწეველები;
  • დღესასწაულების დროს, სუფრასთან, სიფხიზლის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად;
  • ღვიძლის ფუნქციის შესანარჩუნებლად;
  • არახელსაყრელ ეკოლოგიურ პირობებში მცხოვრებები;
  • ალკოჰოლიკები.

უკუჩვენებები:

* არ აქვს

თვისებები

  • – ამუხრუჭებს ალკოჰოლის მოხმარებისას შედარებით მავნე პროდუქტების წარმოქმნას;
  • – იცავს ღვიძლს და აღადგენს მის დაზიანებულ უჯრედებს;
  • – აქვეითებს სპირტიანების მიმართ ლტოლვას;
  • – ორგანიზმს აძლევს ენერგიას გაუმკლავდეს ჭარბი ალკოჰოლის უარყოფით მოქმედებას;
  • – ეწინააღმდეგება ფიზიოლოგიურად წარმოშობილ დამოკიდებულებას ალკოჰოლისადმი.

შენიშვნა

ბადი ალკონოლი ხასიათდება დეზინტოქსიკაციური მოქმედებით, აუმჯობესებს სასიცოცხლო ფუნქციების საერთო ტონუსს, ამცირებს ვეგეტო-სისხლძარღვოვან რეაქციას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობას.

გაფრთხილება