ლიზინოპრილი – LISINOPRIL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს ანგიოტენზინ I-ის წარმოქმნას, რის გამოც მცირდება მისი სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება და ალდოსტერონის სეკრეცია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ. პრეპარატის მოქმედების ფონზე მცირდება სისხლძარღვების საერთო წინააღმდეგობა, მცირდება გულზე პრე- და პოსტდატვირთვა, რის გამოც ქვეითდება როგორც სისტემური არტერიული წნევა, ასევე წნევა სისხლმიმოქცევის მცირე წრეში.

ჩვენებები

  • არტერიული ჰიპერტონია (მათ შორის რენოვასკულური);
  • გულის ქრონიკული უკმარისობა (კომბინაციაში საგულე გლიკოზიდებთან ან დიურეზულ საშუალებებთან).

დოზირების რეჟიმი
არტერიული ჰიპერტონიის დროს პრეპარატი ინიშნება 10 მგ 1-ჯერ დღეში. არასაკმარისად გამოხატული ჰიპოტენზიური ეფექტის დროს დოზა იზრდება 20-40 მგ-დე (იშვიათად – 80 მგ-მდე).
გულის ქრონიკული უკმარისობის დროს საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს, შემანარჩუნებლი დოზა- 5-20 მგ-ს.
– ავადმყოფებში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით, თირკმელების უკმარისობით, რენოვასკულური ჰიპერტონიით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, პრეპარატის დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია – თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა, მშრალი ხველა. იშვიათად – ორთოსტატური ჰიპოტონია, ასთენია, ალერგიული გენეზის გამონაყარი კანზე, ტაქიკარდია, ტკივილი მუცელში, დიარეა, პირის სიმშრალე.
ცალკეულ შემთხვევაში: კვინკეს შეშუპება, ხასიათის ლაბილურობა, ცნობიერების დაბინდვა, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, იმპოტენცია, ჰიპერკალიემია, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ბილირუბინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლში. ნეიტროპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოგლობინის და ერითროციტების რაოდენობის შემცირება. აღწერილია თირკმლის მწვავე უკმარისობის, ართრალგიის, მიალგიის და ცხელების ცალკეული შემთხვევები.

უკუჩვენებები
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
* თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები;
* თირკმელების არტერიების ორმხრივი სტენოზი ან ერთ-ერთი თირკმლის არტერიის სტენოზი
* პროგრესირებადი აზოტემიით;
* მდგომარეობა თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ;
* აზოტემია;
* ჰიპერკალიემია;
* პირველადი ალდოსტერონიზმი;
* აორტის შესართავის სტენოზი და სისხლის მიმოქცევის ანალოგიური დაბრკოლება;
* თანდაყოლილი კვინკეს შეშუპება;
* ფეხმძიმობა და ლაქტაცია;
* ბავშვები.

განსაკუთრებული მითითებები
♦ ლიზინოპრილით მკურნალობის დაწყების წინ აუცილებელია დაკარგული სითხის და მარილების რაოდენობის აღდგენა.
♦  სიფრთხილით ინიშნება პრეპარატი ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით, ასევე ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სალურეზულ საშუალებებს და ანტიდეპრესანტებს.
♦  შესაძლებელია პრეპარატის ეფექტის დაქვეითება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან ერთდროული მიღებისას.
♦  კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია ჰიპერკალიემიის განვითარება.
♦  პრეპარატის და ლითიუმის პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას ქვეითდება ლითიუმის გამოყოფა ორგანიზმიდან.

გაფრთხილება