მუკოკელ D5 ტაბლეტები (ნატუროპათი)

მუკოკელ D5 ტაბლეტები (ნატუროპათი). ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.


♦ მუკოკელ D5 ტაბლეტები (ნატუროპათი)  აფთიაქებსა და ბაზებში, ფასები, აქციები, პრაისები, ინტერნეტ-აფთიაქები >>
♦ ჩაწერა საქართველოს Top – ექიმებთან >>
♦ უცხოეთიდან კონსულტაციები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა უცხოეთში >>


კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 ტაბლეტი შეიცავს: 250 მგ Mucor racemosus D5 HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა).
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მაგნეზიუმსტეარატი.

ჩვენება
– სისხლძარღვთა სისტემის მწვავე, ქრონიკული და ლატენტური პათოლოგიები
– თრომბოზები, ემბოლიები, პოსტინფარქტული მდგომარეობა, სტენოკარდია
– სისხლმომარაგებისა და ჭრილობის შეხორცების შეფერხება (მწეველის ფეხი, დიაბეტური განგრენა)
– ვენური პათოლოგიები
– ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი
– გლაუკომა, კატარაქტა, როგორც მკურნალობის საწყისი ეტაპი სიმბიოზის შექმნისთვის

თვისებები
ადამიანისა და ცხოველის სისხლსა და ქსოვილებში ბინადრობენ მიკრობები, რომლებიც, ჩვეულებრივ, უვნებელია, უფრო მეტიც, ემსახურება სხვადასხვა რეგულაციური მექანიზმის შენარჩუნებას. პროფესორ ენდერლაინის მიხედვით, საუბარია `ენდობიონტებზე~, ობის სოკოს Mucor racemosus Fresen არაპათოგენურ ფაზებზე. ყველა მიკრობის მსგავსად, ისიც ემორჩილება ციკლოგენიის კანონს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი განვითარება მიმდინარეობს
თანმიმდევრობით: პრიმიტიული ფაზა – ბაქტერიები – სოკოები, ამასთან ენდობიონტის ვირულენტობა და პათოგენობა მისი განვითარების სტადიების შესაბამისად იზრდება. თუ მაღალვალენტური ფაზებით დასნებოვნებულ ავადმყოფის ორგანიზმში შევიყვანთ შესაბამის დაბალვალენტურ ფაზებს, ეს უკანასკნელები შესძლებენ
პათოგენური ფორმების დაშლას არააქტიურ პრიმიტიულ სტადიებამდე, რომლებიც შემდგომში შეიძლება ორგანიზმიდან გამოიყოს საშარდე გზებით, ნაწლავებით, კანითა და ბრონქებით.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება დღეში 1-3-ჯერ თითო ტაბლეტი, საკმარისი რაოდენობით სითხის დაყოლებით

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ მიიღება ობის სოკოების (Mucor racemosus) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება, ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. მითითებები Mucokehl-ი იზოპათიაში გამოიყენება ადამიანის სისხლძარღვთა
სისტემისა და სისხლის ყველა დაავადების დროს ან თუ დაავადების მიზეზი სისხლძარღვთა სისტემაში ან სისხლშია (შეგუბებითი მოვლენები). Mucor racemosus-ი წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატის Sankombi-ის მოქმედ ნივთიერებას. მისი გამოყენება Notakehl-თან ერთად არ შეიძლება. შემადგენლობაში შედის ლაქტოზა.

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #20

გაცემის რეჟიმიIII ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება