ნოზოსეპტი / Nososept

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტისეპტიკური საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის
ინოვაციური სპრეი ცხვირის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ვერცხლის ნანოკოლოიდით, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტით, D-პანთენოლით, მინერალური მარილების იზოტონური ხსნარით და გლიცერინით.  ნოზოსეპტს გააჩნია ბაქტერიციდული, ანტისეპტიური, დამატენიანებელი, დამცავი, რეგენერაციული, გამწმენდი, დამარბილებელი და მკვებავი თვისებები.
ცხვირის სპრეი 250 დოზა.

შემადგენლობა
გაწმენდილი წყალი, ვერცხლის ნანოკოლოიდი, ირლანდიური წყალმცენარეების ექსტრაქტი, D-პანთენოლი, კალიუმის, ნატრიუმისა და კალციუმის მინერალური მარილები, გლიცერინი, ნატრიუმის ბენზოატი, სორბიტოლი.

ცხვირის სპრეი ნოზოსეპტი გამოიყენება:
1. სხვადასხვა ეტიოლოგიის გამოხატული სურდოს დროს (მათ შორის ალერგიული და ატროფიული).
2. მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტის დროს;
3. მწვავე რესპირატორული ვირუსული და სხვა ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციის დროს, რომელსაც თან ახლავს რინიტი (მათ შორის:  ატროფიული და ალერგიული), სინუსიტი, რინოსინუსიტი;
4. ცხვირის ღრუს ინფექციის პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით შემოდგომა-ზამთრის პერიოდში;
5. სიმშრალის, წვის, ცხვირის ლორწოვან გარსზე ქერქის წარმოშობისას.
6. ხელს უწყობს ცხვირის მზრუნველობით გაწმენდას ვირუსისგან, ბაქტერიისგან და ალერგენებისგან.
7. შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგულარული ჰიგიენისთვის.

ნოზოსეპტის უპირატესობა:
1. ნებადართულია ორსულებისა და ბავშვებისათვის 0 წლიდან რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.
2. მზრუნველობითი რწყვა, მოხერხებული დაზატორი (250 დოზა).
3. გამოსადეგია ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

გამოშვების ფორმა: ცხვირის სპრეი 250 დოზა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Lamyra, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება