ნოტაკელ D3 მალამო (ნატუროპათი) / Notakehl D3 (Naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 გ მალამო შეიცავს: 0.10 გ Penicillium chrysogenum D3 HAB-ის 5ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა);
დამხმარე ნივთიერებები: 0.38 გ ბეწვის ცვილის სპირტიანი მალამო, 0.10 გ საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები, 0.03 გ 40-50%-იანი გლიცეროლმონოსტეარატი, 0.23 გ პროპილენგლიკოლი, 0.02 გ MgSO4•7H2O, 0.01 გ რძემჟავა, 0.13 გ საინექციო წყალი.

გამოცდილების შესაბამისად გამოიყენება
– ბაქტერიული დაჩირქებები
– სახსრების დაავადებები, ეპიკონდილიტი, ხერხემლის დაავადებები
– ნევრიტი, იშიალგიები
– აკნე
– სარტყლისებრი ჰერპესი (ლიქენი)

თვისებები
Notakehl-ს ამზადებენ ობის სოკოს Penicillium Chrysogenium, იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული შტამების წარმოქმნა. Notakehl სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა   ინფექციაზე.
Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Notakehl-ი გამაღიზიანებელ თერაპიაში მნიშვნელოვანროლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს, არამედ მკურნალობაში შეიძლება Notakehl-ის ან Quentakehl-ის ნებისმიერი
ფორმით  ჩართვა, Mucokehl-ის კურსობრივად ინექციებს შორის ინტერვალების დროს.

მიღების წესი და დოზირება
დღეში 1-3-ჯერ თხელი ფენის სახით წაისვით კანის დაზიანებულ უბანზე

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
არ გამოიყენება ობის სოკოების (Pენიცილლიუმ ცჰრყსოგენუმ) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს

სიფრთხილის ზომები
ორსულობის პირველ სამ კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი პერიოდი, ძუძუთი კვება და ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვებში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად. ცეტილსტეარილის სპირტმა შესაძლოა კანის შემოსაზღვრულ
უბანზე ადგილობრივი გაღიზიანება გამოიწვიოს (მაგალითად, კონტაქტური
დერმატიტი). ასევე პროპილენგლიკოლმა შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
მითითება იზოპათიური მკურნალობისათვის Notakehl-ი გამოიყენება ყველა
მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი ჰერპესის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია; ერთი კვირის შემდეგ კი – Quentakehl-ი. პრეპარატი არ ინიშნება Mucokehl- თან ერთად.

გამოშვების ფორმა: 30 გ მალამო

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება