ნოტა წვეთები, ტაბლეტები NOTTA drops, tabs

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰომეოპათური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა:
100მლ შეიცავს:
Avena sativa D1…………………  20მლ
Phosphorus D12………………… 10მლ
Chamomilla D12 ……………….   10მლ
Coffea D12 ……………………..  10მლ
Zincum valerianicum D12……..  10მლ
ეთილის სპირტი 43% წონის მიხედვით.
აღწერა: გამჭვირვალე, მკრთლი მოყვითლოდან მომწვანო–მოყვითლო შეფერილობამდე სპეციფიური სუნის გარეშე.

ნოტატაბლეტები:
Avena sativa D1………………………. 74,5მგ
Chamomilla D12 ……………………..  37,2მგ
Phosphorus D12 …………………….. 37,2მგ
Coffea D12 ……………………………. 37,2მგ
Zincum valerianicum D12…………..   37,2მგ
ნოტა–ტაბლეტები – მომრგვალო ფორმის, ბრტყელცილინდრული, თეთრი ფერის ან მოყვითლო შეფერილობის, შესაძლოა მარმარილოსებრი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ტრანკვილიზატორი, უზრუნველყოფს ფსიქოემოციონალური დატვირთვის დაძლევას, ნორმალურს ხდის ძილის ფიზიოლოგიურ რიტმს.

მიღების ჩვენებები:
განგაში (შიში), ვეგეტატიური ლაბილობა (ოფლიანობა, გულისცემის შეგრძნება და ა.შ.);
მომატებული გაღიზიანებადობა;
დაღლილობა;
ფსიქიური დაძაბულობა;
ძილის დარღვევა;
განწყობის ლაბილობა ნევროტული და ფსიქომოტორული დარღვევისას (გარდა ენდოგენური და უხეში ორგანული პათოლოგიისას);
მოუსვენრობა და გაფანტულობა;
ასთენია.

მიღების წესი:
ნოტა მიიღება შიგნით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან ჭამიდან 60 წთ–ის შემდეგ. ნოტა–წვეთები შეიძლება მიღებული იყოს სუფთა სახით ან 1 სუფრის კოვზ წყალში გახსნილი. გადაყლაპვამდე წვეთები მცირე ხნით უნდა დააყოვნოთ პირში.
ნოტა–ტაბლეტები გადაყლაპვის წინ გაწუწნეთ.
3–დან 12 წლამდე ასაკში ინიშნება 5 წვეთი 3–ჯერ დღეში და მოზრდილებში 10 წვეთი ან 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში, თერაპიის ხანგრძლიობა – 1–4 თვე.
ფსიქოტრავმის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 1 თვე, მაგრამ არა ნაკლებ 7 დღე, გამოხატული სიმპტომებისას შესაძლებელია იმავე დოზირებით გამოყენება, მაგრამ 30–60 წთ–იანი ინტერვალით.(მოზრდილებში), მაგრამ არა უმეტეს 8–ჯერ დღეში. მდგომარეობის სტაბილიზაციისას მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს დღეში 3–ჯერადი მიღებით.

გვერდითი მოქმედება:
იშვიათად – პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

უკუჩვენებები:
* 3 წლამდე ასაკი;
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქცია.

ორსულობა:
ორსულობისა და ლაქტაციისას პრეპარატი ინიშნება ინდივიდუალურად, რამდენადაც პრეპარატის გამოყენებაზე მონაცემები არასაკმარისია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
არ არის მონაცემები.

დოზის გადაჭარბება:
არ ყოფილა რეგისტრირებული.

შენახვის პირობები:
ნოტა–წვეთები არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 5წელი
სინათლისაგან და ინტენსიური ელექტრომაგნიტური ველისგან დაცულ ადგილზე.
ნოტა–ტაბლეტები ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 5 წელი 250C ტემპერატურაზე.

გაფრთხილება