ვეცეფი / Vecef

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეფტრიაქსონი, სულბაქტამი  /ceftriaxone, sulbactam

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მესამე თაობის ცეფალოსპორინები
შემადგენლობა:
1) თითო ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP
ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 500 მგ
სულბაქტამის ნატრიუმი USP
სულბაქტამის ექვივალენტი 250 მგ
2) თითო ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ინექციას BP 1% (2მლ)

1) თითო ფლაკონი შეიცავს:
ცეფტრიაქსონის ნატრიუმს USP
ცეფტრიაქსონის ექვივალენტი 1 გრ
სულბაქტამის ნატრიუმი USP
სულბაქტამის ექვივალენტი 500 მგ
2) თითო ამპულა შეიცავს:
ლიდოკაინის ინექციას BP 1% (3.5 მლ)

ფარმაკოლოგიური
თვისებები:
ვეცეფი წარმოადგენს ცეფტრიაქსონისა და სულბაქტამის შემცველ კომბინირებულ ანტიბიოტიკს. ცეფტრიაქსონი ფართო სპექტრის მქონე, ნახევრად სინთეზური, მესამე თაობის ცეფალოსპორინია, ძლიერი ბაქტერიოციდული მოქმედებით მთელი რიგი გრამ – პოზიტიური და გრამ-ნეგატიური ბაქტერიების წინააღმდეგ. სულბაქტამი ბეტალაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზას შეუქცევადი ინჰიბიტორია.

მოქმედების
მექანიზმი:
ვეცეფის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მიკრობის უჯრედის კედლის მუკოპეპდის ბიოსინთეზის დათრგუნვით.

ჩვენება:
· ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
· ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები
· მენინგიტი, სეფსისი, სეპტიცემია
· შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები
· ინტრააბდომინალური ინფექციები: პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი
· კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
· ინფექციები დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში
· თორაკო-აბდომინალური, გინეკოლოგიური და ორთოპედიული ოპერაცების დროს პერიოპერაციული გართულებების პროფილაქტიკა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობებლობა პენიცილინებისა და ცეფალოსპორინების რიგის ანტიბიოტიკების მიმართ
 
დოზირების
რეჟიმი:
რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის მერყეობს 1,5 გ -დან 3 გრ-მდე დღეში.
ახალშობილებსა და ბავშვებში ვეცეფის დოზირება განისაზღვრება მასში შემავალი ცეფტრიაქსონის დოზის მიხედვით: 2 კვირამდე ახალშობილებში ცეფტრიაქსონის ერთჯერადი სადღეღამისო დოზაა 20-50 მგ/კგ წონაზე დღეში. 2 თვის ასაკიდენ 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 20-80 მგ/ კგ წონაზე დღეში.

გამოყენების
წესი:
ი/მ შეყვანის დროს უმტკივნეულო ინექციისათვის ვეცეფის ფლაკონის შიგთავსს ხსნიან 1 % ლიდოკაინს ხსნარში და ღრმად შეჰყავთ კუნთში.
შენახვა:
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. დაიცავით სინათლისგან.
გამოშვების ფორმა:
750 მგ (500მგ/250მგ) და 1500 მგ (1000მგ/500მგ)  ფხვნილი ი.ვ. და ი.მ საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი №1 + 10 მლ გამხსნელი (საინექციო წყალი) პოლიმერული მასალის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი:
II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
მწარმოებელი: Venus International, ინდოეთი

გაფრთხილება