კლოპიდოქსანი / KLOPIDOCSAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კლოპიდოგრელი/ clopidogrel

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტითრომბოზული და შედედების საწინააღმდეგო საშუალებები. ანტიაგრეგანტები
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 75 მგ  კლოპიდოგრელის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: კლოპიდოგრელი სელექტიურად და შეუქცევადად აინჰიბირებს ადფ-ის შეკავშირებას თრომბოციტების თანამოსახელე რეცეპტორებთან, ამცირებს მოფუნქციონირე ადფ-ის რეცეპტორების რაოდენობას, ხელს უშლის ფიბრინოგენის აბსორბციას და აინჰიბირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ფარმაკოკინეტიკა: კლოპიდოქსანი პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება, ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა, რომელიც საკვების მიღებას არ უკავშირდება და შეადგენს 50%. Cmax – 45 წთ. კლოპიდოგრელი მეტაბოლიზდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტების სახით, რომლებიც განსაზღვრავს კლოპიდოგრელის ფარმაკოლოგიურ პროფილს. T 1/2 შედგენს 8 საათს. გამოიყოფა შარდით და ფეკალიებით. თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვა იწყება პრეპარატის მიღებიდან 2 საათის შემდეგ და მე – 4 – მე –7 დღეს მაქსიმუმს აღწევს. ანტიაგრეგანტული ეფექტი გრძელდება თრომბოციტების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

ჩვენებებიათეროთრომბოზული დარღვევების  პროფილაქტიკა:
-მიოკადიუმის ინფარქტის გადატანის შემდგომი პერიოდი (არანაკლებ 35 დღე);
-იშემიური ინსულტი გადატანის შემდგომი პერიოდი (7 დღიდან 6 თვემდე)
-პერიფერიული არტერიების დიაგნოსტირებული დაავადებები.
მწვავე კორონარული სინდრომის მქონე პაციენტებში ST სეგმენტის ელევაციის გარეშე:
-არასტაბილური სტენოკარდია;
-მიოკარდიუმის ინფარქტი Q კბილის გარეშე.

მიღების წესი და დოზირება:  1 ტაბლეტი (75 მგ კლოპიდოგრელი) ერთხელ დღეში. სტენოკარდია ან მიოკარდიუმის ინფარქტი- მკურნალობის დასაწყისში ერთჯერადად 4 ტაბლეტი (300 მგ კლოპიდოგრელი), შემდეგ 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში.

განსაკუთრებული მითითებები: კლოპიდოქსანი სიფრთხილით ინიშნება
სისხლდენის მომატებული რისკის მქონეპაციენტებში:  ტრავმის, ქირურგიული
ჩარევის, ან სხვა პათოლოგიური მდგომარეობის, არასტეროიდულიანთების
საწინააღმდეგო პრეპარატების,G GPIIბ/IIIა ინჰიბიტორების ან თრომბოლიზური
სამკურნალოსაშუალებების გამოყენებისას. აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის კონტროლი სისხლდენის დროს, ფარული
სისხლდენის ჩათვლით. რეკომენდებული არ არის კლოპიდოგრელისა და
ვარფარინის კომბინაცია. ქირურგიული ჩარევების  შემთხვევაში, როდესაც
ანტიაგრეგანტული მოქმედება არ არის სასურველი, კლოპიდოგრელით
მკურნალობა უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 7 დღით ადრე.

უკუჩვენება: პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა;
პეპტიური წყლულით ან თავის ტვინში სისხლჩაქცევითგამოწვეული მწვავე
სისხლდენა; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

გამოშვების ფორმა: 75მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
გაცემის წესი:  ფამაცევტული პროდუქტის ჯგუფი II. გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
მწარმოებელი:NOVATOR PHARMA, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება