ღვიძლის ამებური აბსცესი

ღვიძლის ამებური აბსცესი amebic abscess

ღვიძლის ამებური აბსცესი – ნაწლავის მწვავე ან მორეციდივე ამებიაზის გართულება. ამებური აბსცესები გვხვდება უპირატესად საშუალო ასაკში, ხშირად მამაკაცებში. ამებური აბსცესი არის ერთეული, დიდი ზომის, მდებარეობს მარჯვენა წილში; აბსცესის შემცველობა თხევადია, დამახასიათებელი წითელი-მოყავისფერო ფერით.

ღვიძლის ამებური აბსცესი – სიპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი თითქმის ანალოგიურია პიოგენური აბსცესისა, თუმცა ტემპერატურა შედარებით დაბალია, ვიდრე პიოგენური აბსცესების დროს, თუკი არ განვითარდა მეორადი ინფექცია. ანამნეზში არსებობს მონაცემები გადატანილი დიზენტერიის შესახებ.

ღვიძლის ამებური აბსცესი – მკურნალობა. ოპერაციული მკურნალობა ნაჩვენები არ არის, სანამ ლიკვიდირებული არ იქნება დაავადების ნაწლავური ფაზა. .

ღვიძლის ამებური აბსცესი – პროგნოზი. ლეტალობაშეადგენს 6 – 17%-ს და განპირობებულია გართულებების განვითარებით.

ქირურგიული დაავადებები

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ღვიძლის ამებური აბსცესი – ღვიძლის ენდემური დაზიანება, რომლის გამომწვევია  Entamoeba hystolitica. ამებური  აბსცესები გვხვდება უპირატესად საშუალო ასაკში, ხშირად მამაკაცებში. ამებური აბსცესი არის ერთეული, დიდი ზომის, მდებარეობს მარჯვენა წილში; აბსცესის შემცველობა თხევადია, დამახასიათებელი წითელი – მოყავისფერო ფერით. სიპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი თითქმის ანალოგიურია პიოგენური აბსცესისა, თუმცა ტემპერატურა რამდენადმე დაბალია, ვიდრე პიოგენური აბსცესების დროს, თუკი არ განვითარდა მეორადი ინფექცია. ანამნეზში არსებობს მონაცემები გადატანილი დიზენტერიის შესახებ. სისხლში  –  იმუნოფლუორესცენციის დადებითი ტესტი.