ლალი დათეშიძე,
არჩილ შენგელია.
სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
გინოგენეზი – (gynogenesis ბერძნ.gyne – ქალი და genesis – განვითარება) სპერმატოზოიდით გააქტივებული კვერცხის განვითარება, როდესაც სპერმატოზოიდი შემდგომ აღარ მონაწილეობს ზიგოტის განვითარების პროცესში. ამ მოვლენას უწოდებენ ცრუგანაყოფიერებას, ანუ ფსევდოგამიას. გინოგენეზის კორელატია (საპირისპირო) ანდროგენეზი, როდესაც პირიქით, კვერცხუჯრედის ბირთვი არ მონაწილეობს განვითარებაში. ტერმინი შემოიღო ვილსონმა ( 1913) . (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი
4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა