Tag Archives: გა

პნევმომიკოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი პნევმომიკოზები – (pneumomycosis; ბერძ. Pneuma ჰერი + მიკოზები) ფილტვების სოკოვანი ბუნების დაავადებების ჯგუფის საერთო სახელწოდება. განასხვავებენ ენდოგენურ პნევმომიკოზებს, რომლებიც წარმოიქმნება ენდოგენური საპროფიტული ფლორის გააქტივებით ანტიბიოტიკების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ციტოსტატიკების უკონტროლო გამოყენებისას და ეგზოგენური პნევმომიკოზები, რომელიც ვითარდება ფაკულტატიურ – პათოგენური სოკოებით აეროგენური დასნებოვნებისას. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა

Read More

ეპილეფსიური კერა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ეპილეფსიური კერა – თავის ტვინში ერთმანეთთან დაკავშირებული ჰიპერაგზნებადი ნეირონების ჯგუფი, რომლებიც წარმოადგენენ ეპილეფსიური განმუხტვის წყაროს. შესაძლოა ლოკალიზებული იყოს ტვინის ნებისმიერ მიდამოში, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ლოკალიზებულია დიდი ნახევარსფეროების ქერქის ერთ – ერთ ზონაში. მისმა მოცილებამ ნეიროქირურგიული ოპერაციით შესაძლოა გააქროს ეპილეფსიური შეტევები. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო

Read More