თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის

თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის☘ თურმანიძის მალამო – 40გ  ბავშვებისათვის

პრეპარატი წარმოადგენს მოყვითალო ან ღია ყავისფერ სპეციფიკური სუნის მქონე მალამოს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

მალამოს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და ანტისეპტიკური მოქმედება. არბილებს და ინტენსიურად კვებავს და ამშვიდებს ბავშვის კანს, მყისიერად ატენიანებს გაუხეშებულ  კანს, შესაფერისია წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.

ჩვენებები: პრეპარატი გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში – 

  • კანის გაღიზიანება
  • გამოყელვა (გამოწვა)
  • ნასიცხი
  • მაცერაცია
  • ჰიპერემია
  • პროფილაქტიკის მიზნით ბავშვის ერთჯერადი საფენების ხმარებისას.
  • მწერების (კოღოს) ნაკბენი
  • წითელი ლოყებისა და ნიკაპისთვის, რომლებიც გაღიზიანებულია ნერწყვით.

გამოყენების წესი და დოზირება:

მალამოს თხელი ფენა დაიტანება კანის დაზიანებულ ზედაპირზე.

უკუჩვენება: არ აღენიშნება. (იხილეთ განსაკუთრებული მითითება).

შემადგენლობა: მზესუმზირის ზეთი, ზეითუნის ზეთი, ფუტკრის ცვილი,  ვარდის ზეთი,  კალციუმის კარბონატი,  კალენდულას/გულყვითელას ყვავილი, ვიტამინი E

გვერდითი მოვლენები:  არ არის გამოვლენილი.

განსაკუთრებული მითითება: რეკომენდებულია აგრეთვე მგრძნობიარე კანის მქონე ჩვილებისთვის, ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის.  არ გამოიყენოთ თუ გაქვთ ალერგია  ზემოთ ჩამოთვლილ, რომელიმე ინგრედიენტზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: სხვა წამლებთან შეუთავსებლობა არ არის გამოვლენილი.

გამოშვების ფორმა: 40 გ პოლიპროპილენის ქილებში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

შენახვის ფორმა: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ქილის გახსნის შემდეგ გამოიყენება 12 თვე.

გაცემის რეჟიმი: პარასამკურნალო საშუალება, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

პრეპარატი წარმოადგენს პარასამკურნალო საშუალებას


რა დროს გამოგიყენებიათ თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის?

შედეგები

Loading ... Loading ...

……………