nostalgia

მკურნალობა უცხოეთში


 გულის შეძენილი მანკები

გულის შეძენილი მანკები - მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება, მიტრალური სტენოზი, აორტის სარქვლის ნაკლოვანება, აორტის ხვრელის სტენოზი,  სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება, მიტრალურ – ტრიკუსპიდალური და მიტრალურ – აორტულ – ტრიკუსპიდალური მანკები >>>>

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე 

გულის შეძენილი მანკები. გულის შეძენილი მანკების ყველაზე ხშირი მიზეზია რევმატიზმი, იშვიათად გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, ათეროსკლეროზი, სიფილისი. გულის მანკების განვითარება შესაძლებელია გამოწვეული  იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით ან სარქვლების ნაკლოვანებით.

გულის შეძენილი მანკები – მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება. მანკი, რომლის დროსაც მარცხენა პარკუჭის შეკუმშვის დროს სისხლის ნაწილი ბრუნდება უკან მარცხენა წინაგულში მიტრალური ხვრელის არასრულად დახურვის გამო. მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება შესაძლებელია იყოს შეფარდებითი: ამ დროს სარქვლები შეცვლილნი არ არიან, ხოლო მარცხენა პარკუჭის და წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის გაფართოების გამო, მიტრალური სარქვლის აფრები ბოლომდე ვერ ხურავენ ხვრელს. მიტრალური სარქვლის ორგანული ნაკლოვანება ჩვეულებრივ ვლინდება მიტრალური ხვრელის შევიწროებასთან ერთად და ხშირად გამოწვეულია რევმატიული ენდოკარდიტით.

prolafsi1

სიმპტომები. ავადმყოფები შესაძლოა უჩიოდნენ ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს, გულისცემის შეგრძნებას, საერთო სისუსტეს, რაც დაკავშირებულია გულის უკმარისობის განვითარებასთან. აღინიშნება გულის ზომების გადიდება ზემოთ და მარცხნივ, რაც ყველაზე კარგად ვლინდება რენტგენოსკოპიით. პირველ გვერდით პროექციაში საყლაპავი გადახრილია დიდი რადიუსის რკალზე – (10სმ) მარცხენა წინაგულის გადიდების გამო. მიტრალური ნაკლოვანების მნიშვნელოვანი სიმპტომია – სისტოლური შუილი მწვერვალზე, რომელიც ყველაზე ხშირად გადაეცემა მარცხენა კუნთქვეშა მიდამოს. I ტონი შესუსტებულია, II ტონი ფილტვის არტერიაზე – გაძლიერებული. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში შეგუბებითი მოვლენების განვითარებისას, მოგვიანებით ვლინდება მარჯვენა პარკუჭის გადიდება, შემდგომ კი მისი უკმარისობის ნიშნები დიდ წრეში სისხლის შეგუბებით. ეკგ – ზე აღინიშნება მარცხენა პარკუჭის გადიდების ნიშნები და P კბილის ცვლილება – (გაფართოება, დაკბილვა) მარცხენა პარკუჭის დაზიანების გამო, მოგვიანებით უერთდება მარჯვენა პარკუჭის გადიდების ნიშნებიც. სისტოლური შუილი მწვერვალზე ხშირად განპირობებულია გულში ფუნქციონალური ცვლილებებით და გვხვდება ჯანმრთელი ბავშვების და მოზარდების 1/3 – ში, უფრო იშვიათად მოზრდილებში. ამასთან წარმოიშვება სიძნელეები მიტრალური სარქვლის ნაკლოვანებასთან დიფერენცირებისას. გულის რევმატიული მანკის დიაგნოზის დასმის მიზნით, რევმატიული ანამნეზის არსებობის გარდა, აუცილებელია ყურადღება მიექცეს I ტონის შესუსტებას მწვერვალზე, მარცხენა პარკუჭის და წინაგულის გადიდების რენტგენოლოგიურ ნიშნებს, სისტოლური შუილის ინტენსივობას, მის ხანგრძლივობას. მანკის დიაგნოზი განსაკუთრებით დამაჯერებელია მიტრალური სტენოზის თუნდაც მცირეოდენი ნიშნების არსებობისას.

გულის შეძენილი მანკები – მარცხენა ვენური ხვრელის სტენოზი (მიტრალური სტენოზი)

მარცხენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის შევიწროება მარცხენა წინაგულიდან მარცხენა პარკუჭში სისხლის გადასვლის გაძნელებით და შემცირებით. გულის ეს მანკი, როგორც წესი, განპირობებულია რევმატიზმით. მასთან ერთად აღინიშნება მარცხენა წინაგულის

mitraluri_stenozi1

გაფართოება მასში და იქ ჩამავალ ვენებში წნევის მომატებით. ეს რეფლექტორულად იწვევს მცირე წრის არტერიოლების სპაზმს, ფილტვის არტერიაში წნევის მომატებას. შედეგად იზრდება დატვირთვა გულის მარჯვენა პარკუჭზეც.

სიმპტომები. დამახასიათებელია ქოშინი შედარებით მცირე დატვირთვაზეც, ხველა, სისხლის ამოქაფება. თუმცა ზოგჯერ საკმაოდ გამოხატული მიტრალური სტენოზი ხანგრძლივად მიმდინარეობს ჩივილების გარეშე. ავადმყოფებს ხშირად აქვთ ლოყების ციანოზურ – ვარდისფერი შეფერილობა (მიტრალური შეფერვა). ფილტვებში აღინიშნება

შეგუბების ნიშნები: სველი ხიხინები ქვედა წილებში. დამახასიათებელია მიდრეკილება გულის ასთმისკენ და ფილტვების შეშუპებისკენაც კი. აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის გადიდება და ჰიპერტროფია ლავიწქვეშა მიდამოში პულსაციის გაჩენით, გულის საზღვრების მარჯვნივ გადანაცვლებით, აგრეთვე მარცხენა წინაგულის გადიდება ზედა საზღვრის გადანაცვლებით II ნეკნამდე. მძიმე შემთხვევებში გულის მწვერვალზე მოისმინება პრესისტოლური შუილი, ხშირად პროტოდიასტოლური შუილიც, მკაფიო I ტონი და დამატებითი ტონი, რომელიც უშუალოდ მოსდევს მეორე ტონს (მიტრალური სარქვლის გაღების ტონი). დამატებითი ტონის არსებობა განაპირობებს თავისებურ სამწევრიან რიტმს (,,მწყერის რიტმი”). ეკგ – ზე აღინიშნება მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები და მარცხენა წინაგულის გადიდება – (P 1 – 2 კბილის გაზრდა და გაფართოება). მიტრალური სტენოზი წარმოადგენს მოციმციმე არითმიის განვითარების ერთ – ერთ მნიშვნელოვან მიზეზს, გამოხატული ფილტვისმიერი ჰიპერტონიის დროს ავადმყოფებს უვითარდებათ შეგუბება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში.

mit_sten_operacia11

aortis_sarq_ukmarisoba1გულის შეძენილი მანკები – აორტის სარქვლის ნაკლოვანება. მანკი, რომლის დროსაც დიასტოლის პერიოდში არ ხდება აორტული სარქვლის ბოლომდე დახურვა, რის შედეგადაც სისხლის ნაწილი, რომელიც გადასროლილია აორტაში, ბრუნდება უკან მარცხენა პარკუჭში. მანკი განპირობებულია რევმატიზმით, გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტით, სიფილისით, ათეროსკლეროზით, რევმატოიდული ართრიტით. სიმპტომები. დაავადება შესაძლებელია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდეს ჩივილების გარეშე. არც თუ იშვიათად გულის მიდამოში ჩნდება სხვადასხვა ხასიათის ტკივილები, ზოგჯერ გახანგრძლივებული, განსაკუთრებით დატვირთვის დროს. აღინიშნება გულისცემის შეგრძნება, პულსაცია კისრის მიდამოში, მოგვიანებით ქოშინი. დამახასიათებელია სიფერმკრთალე, კისრის არტერიების პულსაცია (,,კაროტიდების ცეკვა”). მარცხენა პარკუჭი მნიშვნელოვნად დიდდება და ჰიპერტროფირდება. ეს ვლინდება მწვერვალის საძგერის გადანაცვლებით მარცხნივ და ქვემოთ მეექვსე – მეშვიდე ნეკნთაშუა სივრცეში, მისი მნიშვნელოვანი გაძლიერებით. რენტგენოლოგიური გამოკვლევით გული ღებულობს აორტალურ კონფიგურაციას მარცხენა პარკუჭის გადიდებით და გამოხატული ,,წელით”. ყველაზე მეტად ტიპიურია დიასტოლური შუილის გაჩენა მესამე – მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლის მარცხნივ – (ბოტკინის წერტილი), აგრეთვე მეორე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლის მარჯვნივ (აორტის წერტილი). აორტაზე აგრეთვე შეიძლება მოისმინებოდეს ფუნქციონალური სისტოლური შუილი. პულსური წნევა იზრდება, დიასტოლური წნევა შეიძლება ნულის ტოლი იყოს, სისტოლური ჩვეულებრივ მომატებულია. ამასთან დაკავშირებით პულსი სწრაფია, ხშირი და მაღალი. ეკგ – ზე ვლინდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები. მანკის განვითარების მოგვიანებით სტადიაზე მარცხენა პარკუჭის გაფართოებას მივყავართ მიტრალური სარქვლის შედარებითი ნაკლოვანების განვითარებამდე, ფილტვებში სისხლის შეგუბებამდე შემდგომში განვითარებული ქოშინით. სიფილისური მანკის დროს დიასტოლური შუილი უფრო მკვეთრად მოისმინება პირველ – მეორე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლის მარჯვნივ, არც თუ იშვიათია სტენოკარდიული ტკივილები გულის მიდამოში, ამავე დროს რენტგენოლოგიური გამოკვლევით აღინიშნება აღმავალი აორტის ცვლილებები.

გულის შეძენილი მანკები - აორტის ხვრელის სტენოზი

aortis_xvrelis_stenozi1მანკი, რომლის დროსაც აორტის ხვრელის შევიწროების გამო, ძნელდება სისხლის გადასროლა მარცხენა პარკუჭიდან. მანკს გააჩნია რევმატოიდული წარმომავლობა. უპირველეს ყოვლისა ვითარდება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიითა. დაავადების მიმდინარეობა უხშირესად დამოკიდებულია სტენოზის ხარისხზე. სიმპტომები. დაავადების სასიკეთოდ მიმდინარეობის განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ავადმყოფებს უვითარდებათ ტკივილები გულის არეში, გულწასვლები, ქოშინი და გულისცემის გაძლიერება. გამოკვლევებით დგინდება გულის ზომების მარცხნივ გადიდება მწვერვალის საძგერის შიგნით და ქვემოთ გადანაცვლებით. აღნიშნული ინსტრუმენტული  გამოკვლევები ადასტურებენ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიასა და გადიდებას. ზოგჯერ რენტგენოლოგიური კვლევით დგინდება აორტის სარქვლების ჩაკირვა. ყველაზე მეტად დამახასიათებელია უხეში სისტოლური შუილი, რომელიც მოისმინება მეორე ნეკნთაშუა სივრცეში მკერდის ძვლის მარჯვნივ. შუილი ტარდება კისრის სისხლძარღვებზე, ზოგჯერ მთლიანად გულმკერდის გასწვრივ. ფონოკარდიოგრამაზე მას გააჩნია რომბისებური ფორმა. ხშირად ადგილი აქვს სისტოლურ თრთოლვას აორტაზე. პულსი შენელებული და სუსტია, პულსური წნევა შემცირებული. აღნიშნული მანკი ხშირად თან ერთვის აორტის სარქვლის ნაკლოვანებას. მანკის მიმდინარეობა შესაძლებელია გართულდეს კორონარული სისხლის მიმოქცევის და აორტაში სისხლის გადასროლის შემცირების შედეგად განვითარებული სტენოკარდიის დართვით. დიაგნოზი მკვეთარდ უარესდება გულის უკმარისობის და მისგან გამოწვეული მარცხენაპარკუჭოვანი ტიპის სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქოშინისა და გულის ასთმის თანდართვით გამო.

samkariani_sar_ukmarisoba2გულის შეძენილი მანკები – სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება

მანკი, რომლის დროსაც მარჯვენა პარკუჭის შეკუმშვის პერიოდში სისხლის ნაწილი უკან ბრუნდება მარჯვენა წინაგულში სარქვლის სკლეროზირებული აფრებით მარჯვენა წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის არასრულად დახურვის გამო. აღნიშნული მანკი ჩვეულებრივ გვხვდება მიტრალურ ან აორტალურ მანკთან კომბინაციაში. ამასთან, არც თუ იშვიათად, გვხვდება სამკარიანი სარქვლის შედარებითი ნაკლოვანება მარჯვენა პარკუჭის გადიდების შედეგად წინაგულოვან – პარკუჭოვანი ხვრელის დაჭიმვის გამო.

სიმპტომები. დათვალიერებით აღინიშნება კისრის ვენების გაფართოება და მათი სინქრონული პულსაცია არტერიებთან. გულის მარჯვენა საზღვარი გადანაცვლებულია მარჯვნივ მისი მარჯვენა ნაწილების გადიდების ხარჯზე. დამახასიათებელი აუსკულტაციური ნიშანი – ხანგრძლივი სისტოლური შუილი მკერდის ძვლის ფუძესთან. ავადმყოფებში ადრეულად ვითარდება გულის უკმარისობა შეგუბებითი მოვლენების განვითარებით სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში: ღვიძლის გადიდება, შეშუპებები, ასციტი, ვენოზური წნევის მომატება. შესაძლებელია იყოს ღვიძლის პულსაცია. კომბინირებული მიტრალურ – აორტალური მანკი ხასიათდება marj_park_gafartoeba2ორი სარქვლის დაზიანებით, ხშირად ერთ – ერთი მათგანის უპირატესი სტენოზით ან ნაკლოვანებით. ყველაზე ხშირად გვხვდება მიტრალური მანკის, ხვრელის სტენოზის ნიშნების უპირატესად განვითარებით, კომბინირება აორტის სარქვლის ნაკლოვანებასთან. ამასთან ერთად მიტრალური ხვრელის სტენოზის ნიშნებთან ერთად აღინიშნება დიასტოლური შუილი ბოტკინის წერტილში, თუმცა ის ნაკლები ინტენსივობისაა, ვიდრე აორტის სარქვლის იზოლირებული ნაკლოვანების დროს. მიტრალური სტენოზის აორტალურ სტენოზთან შერწყმისას, ამ უკანასკნელის სიმპტომები უფრო ზომიერადაა გამოხატული მარცხენა პარკუჭის ავსების დაქვეითების გამო. აორტის სარქვლის გამოხატული ნაკლოვანების დროს, მიტრალური სტენოზის დიაგნოსტიკა შესაძლებელია გაძნელებული იყოს, რამეთუ მწვერვალზე პრესისტოლური შუილი ასევე მოისმინება იზოლირებული აორტის ნაკლოვანების დროსაც (ფლინტის შუილი). ამასთან დიაგნოსტიკურ მნიშვნელობას იძენს მიტრალური სარქვლის გაღების ტონის გაჩენა და მიტრალური სტენოზის რენტგენოლოგიური ნიშნები.

stenoz_operacia21გულის შეძენილი მანკები – მიტრალურ – ტრიკუსპიდალური და მიტრალურ – აორტულ – ტრიკუსპიდალური მანკები - აღმოცენდება თოთოეული მათგანისთვის დამახასიათებელი, ზემოთაღწერილი ნიშნების საფუძველზე. მრავალსარქვლიან დაზიანებაზე შეიძლება ვიფიქროთ რევმოკარდიტის გახანგრძლივებული მიმდინარეობის დროს. მიტრალური სტენოზის შერწყმა ორკარიანი სარქვლის ნაკლოვანებასთან – გულის ყველაზე ხშირი მანკი. ყოველთვის აუცილებელია იმის გაგება, თუ რომელი მანკის ნიშნები ჭარბობს. სტენოზის კლინიკური გამოვლინებების სიჭარბის დროს შენარჩუნებულია ტკაცუნა I ტონი, უკმარისობის უფრო მეტად გამოვლინებისას ის შესუსტებულია. აღნიშნული მანკის დროს შესაძლებელია გადიდდეს როგორც მარცხენა პარკუჭი, სარქვლის უკმარისობის ხარჯზე, ასევე მარჯვენაც, რაც უფრო დამახასიათებელია სტენოზისთვის. ჩვეულებრივ მოისმინება როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური შუილები. დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება საფუძვლიანი რენტგენოლოგიური გამოკვლევა, აგრეთვე ექოკარდიოგრაფია. კარდიოქირურგიის განვითარების, აგრეთვე კომბინირებული და შერწყმული მანკების მოცილების შესაძლებლობის გამო, ოპერაციისადმი ჩვენების დაზუსტების მიზნით ნაჩვენებია კარდიოანგიოგრაფია და გულის ზონდირება.

 

stenoz_operacia31

__________________________________________________

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები



Comments are closed.

დარგობრივი საიტები

vaka