ლალი დათეშიძე
მწვავე ფარინგიტი – ხახის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთება; იშვიათად არის იზოლირებული, ხშირად შერწყმულია ზედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებასთან (გრიპი, სასუნთქი გზების კატარი, სხვადასხვა ინფექციური დაავადებები). ხახის ლორწოვანი გარსის იზოლირებული დაზიანება აღინიშნება მასზე გამღიზიანებელი ფაქტორის უშუალო მოქმედების დროს, როგორიცაა ხანგრძლივად პირით სუნთქვა და ლაპარაკი სიცივის დროს, თამბაქოს წევა, ალკოჰოლი, ძალიან ცხელი და ცივი საკვები და სხვ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხახაში ჩაფხაჭნის შეგრძნება, მცირედი ტკივილი ყლაპვის დროს (ტკივილი მეტადაა გამოხატული ნერწყვის გადაყლაპვის დროს, ვიდრე საკვებისა). სხეულის ტემპერატურა შეიძლება

იყოს სუბფებრილური; ზოგადი მდგომარეობა როგორც წესი, ნაკლებად ზიანდება. ფარინგოსკოპიით ხახის ლორწოვანი გარსი, მათ შორის სასის ნუშები, ჰიპერემიულია, ადგილებზე მოჩანს ლორწოვან – ჩირქოვანი ნადები, ზოგჯერ ხახის უკანა კედელზე ჩანს ცალკეული ფოლიკულები წითელი მარცვლების სახით, ნაქი შეშუპებულია. უმცროსი ასაკის ბავშვებში დაავადება შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. იგი ხშირად შერწყმულია ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთებასთან და მწვავე კატარულ რინიტთან; ირღვევა ცხვირითა სუნთქვა. მწვავე ფარინგიტის დროს დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება კატარულ ანგინასთან.
მკურნალობა უპირატესად ადგილობრივია – ისეთივე, როგორც ანგინის დროს.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 1335 times by 773 viewers



