სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

გინეკოლოგიური დაავადებები

ენდომეტრიტიენდომეტრიტი – საშვილოსნოს ლორწოვანი გასის ანთება. ანთებას იწვევს ჩირქმბადი მიკრობები, რომელთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პათოგენურ სტაფილოკოკს; შესაძლებელია დაზიანება ტუბერკულოზური მიკობაქტერიით. ხშირად პროცესი უკავშირდება აბორტისშემდგომ ინფექციას; შესაძლებელია განვითარდეს მენსტუაციის შემდეგ, საშვილოსნოსშიგა დიაგონოსტიკური მანიპულაციების ჩატარებისას (ზონდირება, გამოფხეკა). ენდომეტრიუმის ნეკროზი იწვევს მის ჩამოფრცქვნას, სისხლდენას, თხიერი ჩირქოვან-სისხლიანი გამონადენის გაჩენას. პროცესი შესაძლებელია გავრცელდეს მიომეტრიუმზე, მეტრიტის ან მეტროენდომეტრიტის განვითარებით.სიმპტომები, მიმდინარეობა. ტემპერატურის მომატება, ზოგადი სისუსტე, ტკივილი მუცლის ქვევით, ჩირქოვანი თეთრად შლა. ქრონიკულ მიმდინარეობას თან ახლავს საშვილოსნოს გამკვრივება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, სპონტანური აბორტები.

მკურნალობა. მწვავე სტადიაში – სიმშვიდე, ყინული მუცელზე, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გამაყუჩებელი საშუალებები და სხვ.. ქრონიკულ სტადიაში ნაჩვენებია სითბური გაწოვითი პროცედურები.

პროგნოზი ადეკვატური მკურნალობის დროს კეთილსაიმედოა.
პროფილაქტიკა. ჰიგიენის დაცვა მენსტრუაციის დროს; აბორტისშემდგომი და მშობიარობისშემდგომი ინფექციების თავიდან აცილება.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 6017 times by 2932 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka