ლალი დათეშიძე
გიგანტურუჯრედოვანი არტერიიტი (cranial [giant cell] arteritis) – სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება სისხლძარღვების (უპირატესად საძილე არტერიების), შუა გარსის გრანულომატოზური ანთებით; ხშირად ერწყმის რევმატიულ პოლიმიალგიას. სავარაუდოდ აქვს ვირუსული ეტიოლოგია.
პათოგენეზი. არტერიების იმუნოკომპლექსური დაზიანება დასტურდება დაზიანებული არტერიების კედელში იმუნური კმპლექსების აღმოჩენით. უჯრედული ინფილტრატების განულომატოზური ტიპი ასევე დამახასიათებელია იმუნოპათოლოგიური პროცესებისათვის.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ავადდებიან ხანში შესული პირები, მამაკაცები და ქალები ერთნაირი სიხშირით. საფეთქლისმიერი არტერიიტის

დროს დაავადება იწყება მწვავედ, მაღალი ცხელებით, თავის ტკივილით. ობიექტურად ვლინდება საფეთქლის არტერიის გამსხვილება, დაკლაკნილობა, მტკივნეულობა პალპაციით, რიგ შემთხვევებში – კანის საფარველის სიწითლე. გვიანი დიაგნოსტიკის დროს – თვალის სისხლძარღვების დაზიანება, ნაწილობრივი ან სრული სიბრმავის განვითარებით. ზოგადი მდგომარეობა ზიანდება დაავადების პირველ

დღეებში (ასთენია, უმადობა, სიგამხდრე, ძილის მოშლა, დეპრესია). რევმატიული პოლიმიალგიის ნიშნების განვითარებისას წარმოიქმნება ტკივილი და შებოჭილობა მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთებში, კისერში. ლაბორატორიული მონაცემები ადასტურებენ ანთებითი პროცესის არსებობას: ედს-ის მომატება, ნეიტროფილოზი, ჰიპერ-, ა- და გამა-გლობულინემია; დაავადების მიმდინარეობა პროგრესირებადია, თუმცა ადრე დაწყებული მკურნალობით შესაძლოა მყარი რემისია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 900 times by 441 viewers



