სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები 

ხახისუკანა აბსცესი (რეტროფარინგული აბსცესი) (retropharyngeal abscess) – წარმოიქმნება ლიმფური კვანძებისა და ხახის უკანა სივრცის ქსოვილთა დაჩირქების შედეგად. ინფექცია ვრცელდება ლიმფური გზებით ცხვირის ღრუდან, ცხვირ-ხახიდან, სასმენი მილიდან და შუა ყურიდან. ზოგჯერ აბსცესი წარმოადგენს გრიპის, წითელას, ქუნთრუშას, გართულებას; შესაძლებელია განვითარდეს ხახის უკანა კედლის ლორწოვანი გარსის დაზიანებისას უცხო სხეულებით, მაგარი საკვებით.

სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ყლაპვის დროს მკვეთრი ტკივილით; ავადმყოფი უარს ამბობს საკვების მიღებაზე. აბსცესის ცხირ-ხახაში მდებარეობის დროს ირღვევა ცხვირით სუნთქვა, ვლინდება

რეტროფარნგული აბსცესი

დახურული დუდღუნაობა. აბსცესის გავრცელებისას ხახის ქვედა ნაწილებზე წარმოიქმნება ინსპირატორული ქოშინი; ავადმყოფს ხმა ჩახლეჩილი აქვს, სხეულის ტემპერატურა აღწევს 39-400 С. დამახასიათებელია თავის იძულებითი მდებარეობა: იგი უკანაა გადაგდებული და დახრილია მტკივნეულ მხარეზე. ხშირად ვითარდება შეშუპება ქვედა ყბის კუთხის უკან და მკერდლავიწდვრილისებრი კუნთის წინა ზედაპირზე.

დიაგნოზი ზუსტდება ფარინგოსკოპიით – ვლინდება ხახის უკანა კედელის ფლუქტუაციური შეშუპება. დაავადების პირველ დღეებში ხახის უკანა კედლის სფეროსებური გამობერვა აღინიშნება ცალ მხარეზე, შემდეგში – შუა ხაზზე. საეჭვო შემთხვევებში ტარდება დიაგნოსტიკური პუნქცია.

გართულებები. ხორხის შესავლის მწვავე შეშუპება ან აბსცესის თავისათავადი გახსნა, რასაც ახლავს მოხრჩობის შეგრძნება ჩირქის

რეტროფარნგული აბსცესი

მოხვედრის გამო ხორხში; ჩირქი შესაძლოა გავრცელდეს კისრის მსხვილი სისხლძარღვების მიდამოში ან ჩავიდეს გულმკერდის ღრუში და გამოიწვიოს ჩირქოვანი მედიასტინიტი ან ტრაქეის გაჭყლეტა.

მკურნალობა. ხახის უკანა აბსცესის გახსნა, ანტიბაქტერიული და დეზინტოქსიკაციური თერაპია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1258 times by 676 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka