ლალი დათეშიძე
აქტინომიკოზი – სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია აქტინომიცეტების სხვადასხვა სახეებით, რომლებიც საპროფიტობენ პირის ღრუში. გამომწვევია – ხშირად ვოლფ-იზრაელის აქტინომიცეტები. სოკო პათოგენური ხდება პირის ღრუში, თუკი იგი ინერგება ინფიცირებული ჭრილობებითა და ჯიბეებით დაზიანებულ ლორწოვან გარსში, განსაკუთრებით სხვა მიკრობებთან კომბინაციაში.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება კანის სისქეში წითელი ფერის მკვრივი ინფილტრატების წარმოქმნით; რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის. შემდეგში ხდება ინფილტრატების აბსცენდირება და ჩირქის გაღწევა ფისტულების წარმოქმნით; ჩირქოვან გამონადენს აქვს მომწვანო ელფერი. მიკროსკოპული გამოკვლევით ვლინდება სხივისებრი სოკოები. პროცესის გავრცელება ხდება კანქვეშ, ქსოვილთა ნაპრალებით და არა ლიმფო- და ჰემატოგენურად. კლინიკური ვარიანტებია: ცერვიკულ-ფასციური ფორმა (კისერზე ლოკალიზაციით), გულმკერდისა და აბდომინური ფორმები. ცერვიკულ-ფასციური ფორმის გართულებებია: მენინგიტი, მედიასტინიტი. თორაკული ფორმების დროს შესაძლებელია ინფილტრატების ფორმირება, პროცესში ფილტვის ფესვის ჩართვით, ასევე ნეკნების დაზიანება. აბდომინური ფორმის დროს აქტინომიცეტები ხვდებიან პორტული სისტემით ღვიძლში და იწვევენ აბსცესების განვითარებას.
მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია; ერთდროულად ინფილტრატებისა და აბსცესების ამოკვეთა. პროგნოზი ცერვიკულ-ფასციური ფორმის დროს, გართულებების განვითარებამდე კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 7463 times by 2188 viewers



