Tag Archives: აქტინომიკოზი

აქტინომიკოზი

კანის აქტინომიკოზი (actinomycosis of skin) – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმაა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები – აქტინომიცეტები. კანში ინფექციის შეჭრის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. პირველადი აქტიმომიკოზის დროს დაინფიცირება ხდება ეგზოგენურად (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა-დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან-გუმოზური) ფორმის დროს ვითარდება ღრმა, მკვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო-წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა.

Read More

აქტინომიკოზი actinomycosis

 აქტინომიკოზი actinomycosis აქტინომიკოზი – სოკოვანი დაავადება, რომელიც გამოწვეულია აქტინომიცეტების სხვადასხვა სახეებით, რომლებიც საპროფიტობენ პირის ღრუში. გამომწვევია – ხშირად ვოლფ-იზრაელის აქტინომიცეტები. სოკო პათოგენური ხდება პირის ღრუში, თუკი იგი ინერგება ინფიცირებული ჭრილობებითა და ჯიბეებით დაზიანებულ ლორწოვან გარსში, განსაკუთრებით სხვა მიკრობებთან კომბინაციაში. აქტინომიკოზი – სიმპტომები, მიმდინარეობა. ხასიათდება კანის სისქეში წითელი ფერის მკვრივი ინფილტრატების წარმოქმნით; რეგიონალური ლიმფური კვანძები გადიდებული

Read More