Tag Archives: აქტინომიცეტი

აქტინომიცეტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი აქტინომიცეტები – (actinomycetes ბერძნ.actis – სხივი და mykes – სოკო; სხივიანი სოკო) მიკროორგანიზმების ]გუფი ბაქტერიებისა და უმდაბლესი სოკოების თვისებებით. მათ არა აქვთ ჩამო.ალიბებული ბირთვი& მრავალი აქტინომიცეტი სხვადასხვა ანტიბიოტიკს ქმნის. ეს მიკროორგანიზმები ციტოლოგიური და ციტოგენეტიკური გამოკვ­ლევების ობიექტია& მათზე მუტაგენური ფაქტორების მოქმედებით მიღებულია აქტინომიცეტების ახალი შტამები^ რომლებიც უფრო ეფექტურ

Read More

აქტინომიკოზი

კანის აქტინომიკოზი (actinomycosis of skin) – ღრმა ფსევდომიკოზის ყველაზე ხშირი ფორმაა. გამომწვევია სხივისებრი სოკოები – აქტინომიცეტები. კანში ინფექციის შეჭრის მიხედვით განასხვავებენ პირველად და მეორად აქტინომიკოზს. პირველადი აქტიმომიკოზის დროს დაინფიცირება ხდება ეგზოგენურად (კანის საფარველის დაზიანებისას), მეორადის დროს გამომწვევი კანში აღწევს სხვა დაზიანებული ორგანოებიდან კონტაქტური ან ლიმფურ-ჰემატოგენური გზით. აქტინომიკოზი ხშირად ლოკალიზდება ყბისქვეშა და გავა-დუნდულოების მიდამოებში. ყველაზე უფრო ხშირი კვანძოვანი (კვანძოვან-გუმოზური) ფორმის დროს ვითარდება ღრმა, მკვრივი, მცირედ მოძრავი, უმტკივნეულო, შემოფარგლული ინფილტრატები, რომლებიც დროთა განმავლობაში ღებულობენ მოლურჯო-წითელ შეფერვას, აბსცენდირდებიან და იხსნებიან რამდენიმე წვრილი ფისტულით. პროცესი ქრონიკულია; ხდება ძველი ფისტულების დანაწიბურება და ახლების წარმოქმნა, ასევე შვილეული კერების წარმოქმნა.

Read More