ლალი დათეშიძე
აორტის რკალის ანევრიზმა – ხშირად წარმოადგენს მისი ათეროსკლეროზული დაზიანების შედეგს; იშვიათად იგი წარმოიქმნება გულმკერდის დახურული ტრავმის შედეგად. ტრავმიდან ანევრიზმის განვითარებამდე შესაძლებელია გავიდეს მნიშვნელოვანი პერიოდი (3 თვიდან 20 წლამდე).
სიმპტომები, მიმდინარეობა. ათეროსკლეროზული დაზიანება აღინიშნება დაახლოებით 60 წლის ასაკში. კლინიკური სურათი განპირობებულია გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანებით; ადგილობრივად შესაძლებელია ადგილი

ჰქონდეს აორტის რკალის ტოტების გაჭყლეტის მოვლენებს. ანევრიზმის ტრავმული წარმოშობის დროს ვლინდება ტკივილი გულმკერდში, ქოშინი. მიშვნელოვანი როლი ეკისრება გულმკერდის რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც ავლენს აორტის გაფართოებასა და კალცინოზს. აორტოგრაფია საშუალებას იძლევა დადგინდეს აორტის კედლის ცვლილებების ხასიათი.
მკურნალობა – ოპერაციულია – აორტის რკალისა და მისი ტოტების პროთეზირება; პროგნოზი სერიოზულია.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
- http://www.nlm.nih.gov/medlineplus/encyclopedia.html, www.medline.cos.com, http://ecopharm.sangu.ge, http://gps.iatp.org.ge, www.caumed.net
Viewed 610 times by 280 viewers



