სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ღვიძლის აბსცესი – პიოგენური აბსცესები ანტიბიოტიკოთერაპიის ფართო გამოყენების შემდეგ საკმაო იშვიათად გვხვდება. ღვიძლის აბსცესი შეიძლება წარმოიქმნას: აღმავალი ბილიარული ინფექციით; ჰემატოგენურად – სეფსისის დროს ინფექციის გავრცელებით კარის ვენის სისტემით ან ღვიძლის არტერიის გავლით; ინფექციის პირდაპირი გავრცელებით მუცლის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს; ღვიძლის ტრავმების დროს. უმრავლეს შემთხვევაში ღვიძლის აბსცესი წარმოადგენს ჩირქოვანი ქოლანგიტის შედეგს, რომელიც წარმოიქმნება ნაღვლკენჭოვანი დაავადების

ღვიძლის აბსცესი

ან ნაღვლის სადინრების კიბოს დროს. სხვა მიზეზები შესაძლოა იყოს სეფსისი, პილეფლებიტი და სხვ. პიოგენური აბსცესი უმრავლეს შემთხვევაში მრავლობითია. ერთეული აბსცესი ხშირად ლოკალიზებულია ღვიძლის მარჯვენა წილში. ღვიძლში ბაქტერიულ ფლორას ავლენენ დაახლოებით 50%-ში. სეფსისის დროს ამოითესება ოქროსფერი სტაფილოკოკი, ჰემოლიზური სტრეპტოკოკი, ბილიარული აბსცესის დროს ვლინდება ნაწლავის ჩხირი ან შერეული ფლორა.

სიმპტომები, მიმდინარება. ღვიძლის აბსცესი ყოველთვის არის მეორადი დაავადება. ძირითადი დაავადების კლინიკური გამოვლინებების ფონზე ტემპერატურა იძენს ინტერმიტირებად ან ჰექტიურ ხასიათს; ვლინდება შემცივნება, ოფლიანობა, გულისრევა, ქვეითდება მადა. ტკივილი შედარებით გვიან წარმოიქმნება მხოლოდ ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს. ხშირად დიდდება ღვიძლი და აღინიშნება მისი კიდეების მტკივნეულობა პალპაციის დროს, ასევე კანისა და სკლერების იქტერულობა. სისხლის ანალიზში – მაღალი ლეიკოციტოზი, ფორმულის მარცხნივ გადახრით, ანემია. სისხლის დათესვისას დაავადების გამომწვევი ვლინდება დაახლოებით 30%-ში, ხშირად სეპტიკური წარმოშობის აბსცესის დროს. მუცლის ღრუს ორგანოების მიმოხილვითი რენტგენოსკოპიის დროს ვლინდება დიაფრაგმის მარჯვენა გუმბათის მაღლა დგომა და მოძრაობის შეზღუდვა. შესაძლებელია სითხის დაგროვება პლევრის სინუსში; დიაგნოსტიკაში გვეხმარება ღვიძლის ულტრაბგერითი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოგრაფია, ასევე ღვიძლის სკანირება.
მკურნალობა. ანტიბიოტიკოთერაპია მიკროფლორის მგრძნობელობის გათვალისწინებით; ერთეული დიდი ზომის ან რამდენიმე მსხვილი აბსცესის დროს ნაჩვენებია ოპერაციული მკურნალობა – ჩირქგროვის გახსნა და დრენირება.

გართულებები: სეფსისი, დიაფრაგმისქვეშა აბსცესი, აბსცესის გახსნა თავისუფალ მუცლის ან პლევრის ღრუში, პლევრის ემპიემა, ჩირქოვანი პერიკარდიტი. პროგნოზი ყოველთვის სეიოზულია. ერთეული დიდი ზომის აბსცესების დროს დროულად ჩატარებული მკურნალობისას გამოჯანმრთელება აღინიშნება ავადმყოფთა 90%-ში. მრავლობითი და არადრენირებული ერთეული აბსცესები თითქმის ყოველთვის მთავრდება ლეტალობით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 832 times by 394 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka