ლალი დათეშიძე
ათერომა - კანის ცხიმოვანი ჯირკვლის რეტენციული ცისტა; წარმოიქმნება ჯირკვლის გამომტანი სადინრის დაცობის შედეგად.
სიმპტომები, მიმდინარეობა. შესაძლებელია განვითარდეს სხეულის ნებისმიერ უბანზე, სადაც იზრდება თმები, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირი ლოკალიზაციაა თავის, სახის კანი, ზურგი, კისერი, სასქესო ორგანოების მიდამო. ვლინდება ზედაპირულად მდებარე, მკვრივ-ელასტიკური, მოძრავი წარმონაქმნები მკაფიო კონტურებით. კანი მათ ზევით ნაკეცებად არ იკრიბება. წარმონაქმნის ცენტრთან ახლოს ზოგჯერ მკაფიოდ ჩანს გაფართოებული ობლიტირებული გამომტანი სადინრები. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ეპითელურ ცისტებთან, რბილი ქსოვილების სიმსივნეებთან (ფიბრომები, ლიპომები).
გართულებები: ათერომის დაჩირქება; წარმოიქმნება ტკივილი, სიწითლე, შეშუპება, ტემპერატურის მომატება, ფლუქტუაცია; შესაძლებელია სპონტანურად გახსნა და ჩირქის გამოყოფა ცხიმიანი შემცველობით.
მკურნალობა ოპერაციულია: ადგილობრივი გაუტკივარებით ათერმის ამოკვეთა კაფსულასთან ერთად. დაჩირქების დროს ხსნიან ჩირქრგროვას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 909 times by 534 viewers



