სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

პიონეფროზი – თირკმლების ჩირქოვანი ანთება. ვითარდება შარდ-კენჭოვანი დაავადების იმ შემთხვევებში, როდესაც ფიალაში ან შარდსაწვეთში წარმოქმნილი დაბრკოლების გამო ფერხდება შარდის გადინება, ხოლო ინფექცია, რომელიც ჰემატოგენური გზით ვრცელდება ამა თუ იმ ანთებითი კერიდან, ხვდება თირკმლის ქსოვილში. წარმოიქმნება მცირე ზომის ჩირქგროვები, რომლებიც თანდათანობით ერთდებიან და წარმოქმნიან უფრო დიდ ჩირქოვან კერებს. ინფექცია შესაძლოა გავრცელდეს მანამდე ჯანმრთელ თირკმელზეც.

სიმპტომები, მიმდინარეობა. უეცარი, ძლიერი ტკივილების გაჩენა წელის მიდამოში, ტემპერატურის მომატება და ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება. პალპაციით აღინიშნება წელის მიდამოს მკვეთრი მტკივნეულობა; დაზიანების მხარეზე პასტერნაცკის სიმპტომი დადებითია. ზოგჯერ შეიძლება ისინჯებოდეს გადიდებული თირკმელი ან დიდი სიმსივნე, რომელიც განიცდის ფლუქტუაციას. შარდში ვლინდება დიდი რაოდენობით ლეიკოციტები. ცისტოსკოპიით შესაძლოა ინახოს შარსაწვეთიდან ჩირქოვანი გამონადენი.

მკურნალობა. დროული ქირურგიული ჩარევა. ცალმხრივი პროცესის დროს ხდება პიონეფროზული თირკმლის მოცილება. ორმხრივი პროცესის შემთხვევაში იფარგლებიან შარდსაწვეთებზე ფისტულის დადებით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 372 times by 207 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka