სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

შიგა თიაქრები – მათ მიეკუთვნება მუცლის ღრუსა და დიაფრაგმის თიაქრები.

მუცლის თიაქარი წარმოიქმნება შინაგანი ორგანოების გასვლისას პერიტონეუმის ჯიბეებში: ბრმა ნაწლავთან ან სიგმოიდურ ნაწლავთან ახლოს, ბადექონის ჩანთაში, ტრეიტცის იოგის ახლოს. მსგავსი თიაქრები ვლინდება მხოლოდ გართულებების დროს, როდესაც ვითარდება ჩაჭედვა, წარმოიქმნება ნაწლავთა სრული ან ნაწილობრივი გაუვალობა.  დაავადება საკმაოდ იშვიათია.

პროგნოზი დამოკიდებულია ჩარევის დროულობაზე.

დიაფრაგმის თიაქარი შეიძლება იყოს ტრავმული და არატრავმული წარმოშობისა; ასევე ცრუ და ჭეშმარიტი. ცრუ თიაქრის დროს მუცლის ღრუს ორგანოები, რომლებიც დაფარულნი არ არიან პერიტონეუმის ფურცლით, გადაინაცვლებენ გულმკერდის ღრუში დიაფრაგმის თანდაყოლილი დეფექტიდან; ჭეშმარიტი თიაქრი  წარმოიქნება დიაფრაგმის სუსტ უბნებში  მუცელშიგა წნევის მომატებისას, ამასთან, მუცლის ღრუს ორგანოები ან პერიტონეუმისწინა ცხიმოვანი ქსოვილი გადიან შუასაყარში ან პლევრის ღრუში. გამოყოფენ რეტროკოსტოსტერულ თიაქრებს, წელ-ნეკნის, რეტროსტერნულ თიაქრებს. ავადმყოფები უჩივიან დისპეფსიურ მოვლენებსა და სტენოკარდიული ხასიათის ტკივილს.

დიაგნოზის დაზუსტდება ხდება გულმკერდის ღრუს ორგანოების რენტგენოლოგიური გამოკვლევით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 717 times by 381 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka