ლალი დათეშიძე
შარდის მწვავე შეკავება - წარმოიქმნება საშარდე გზების გაჭყლეტით (ადენომა ან წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ურეთრის ნაწიბუროვანი სტრიქტურა, პროსტატიტი), ასევე შარდის ბუშტის კუნთოვანი კედლის კუმშვადი უნარის დაქვეითებით. წინამდებარე ჯირკვლის I-II ხარისხის ადენომის დროს შარდის მწვავე შეკავებას ხელს უწყობს მენჯის ორგანოების ჰიპერემია (ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება, გადაცივება, გადაღლა, მოშარდვის ხანგრძლივად შეჩერება, მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობაში ხანგრძლივი ყოფნა), იშვიათად – შარდმდენების დანიშვნა. ნებისმიერი ზემოთ აღნიშნულიდან იწვევს შარდის ბუშის გადაჭიმვასა და დეტრუზორის ფუნქციის მოშლას.
შარდის მწვავე შეკავება არაიშვიათად წარმოადგენს ურეთრის ნაწიბუროვანი სტრიქტურის პირველ სიმპტომს. დიაგნოსტიკაში გვეხმარება დაწვრილებითი ანამნეზი.
შარდის ბუშტის ნეიროგენული დისფუნქცია ასევე მიმდინარეობს ნარჩენი შარდის მატებით, თითქმის მწვავე შეკავებამდე. ნეიროგენული დისფუნქცია წარმოადგენს ზურგის ტვინის ტრავმის, მცირე მენჯის ორგანოებზე ქირურგიული ჩარევის, ასევე ზოგადი გაუტკივარების, სპინური ანესთეზიის შედეგს, ასევე იმ მედიკამენტებისა, რომლებიც ზემოქმედებენ ბუშტის, ურეთრის პროქსიმალური ნაწილის ან გარეთა სფინქტერის ინერვაციაზე. ქალებში შარდის მწვავე შეკავება ვითარდება ჩვეულებრივ ნეიროგენული და ფსიქოგენური ფაქტორების შედეგად, ან გამოწვეულია სიმსივნით, ნაწიბუროვანი სტრიქტურითა და სხვ.
სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია ტკივილი მუცლის ქვევით, მოშარდვის სურვილი. ბოქვენის ზევით პალპაციით აღინიშნება მცირედ მტკივნეული, მსხლისებრი ფორმის, მკვრივ-ელასტიკური კონსისტენციის წარმონაქმნი. დიაგნოზი ზუსტდება შარდის ბუშტრის კათეტერიზაციით.
მკურნალობა. შარდის ბუშტის ერთჯერადი ან მუდმივი კათეტერიზაცია მისი ფუნქციის აღდგენამდე. შარდის მწვავე შეკავების ლიკვიდაციის შემდეგ აუცილებელია ჩატარდეს ავადმყოფის გამოკვლევა და ძირითადი დაავადების მკურნალობა, რომელმაც გამოიწვია მისი განვითარება. კათეტერიზაციის გართულება: შარდსადენის კედლის დაზიანება, მწვავე ორქოეპიდიდიმიტი, საშარდე გზების ინფექცია.
პროგნოზი დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 797 times by 373 viewers



