ლალი დათეშიძე
სისხლდენა ფილტვიდან – აღინიშნება ფილტვის კიბოს, ასევე ბრონქების უცხო სხეულების, აორტის ანევრიზმის, გულის მიტრალური მანკების (სტენოზი), ფილტვის ინფარქტის, ფილტვის განგრენის, ბრონქოექტაზების, ბრონქის ადენომის, ტუბერკულოზის, ფილტვისმიერი ლოკალიზაციის ენდომეტრიოზის დროს. მიზეზი შესაძლოა იყოს ე. წ. რასმუსენის ანევრიზმის აროზია, რომელიც წარმოიქმნება ტუბერკულოზური კავერნისა და ბრონქოექტაზიული ღრუების კედელში. კიბოს დროს წარმოიქმნება სიმსივნის სისხლძარღვთა დაზიანების შედეგად.
სიმპტომები, მიმდინარეობა. სისხლის ამოხველება ,,სავსე პირით” (ჰემოპტოე) ან ნახველში სისხლის შერევა (ჰემოფტიზი) იძლევიან საბაბს მოვძებნოთ ერთ – ერთი ზემოთ აღწერილი დაავადება. საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენასთან დიფერენციალური დიაგნოზის გატარებისას, ყურადღებას აქცევენ სისხლის ღია წითელ შეფერილობას, რომელსაც ყოველთვის აქვს ტუტე რეაქცია (სინჯი ლაკმუსით), სისხლი არის ქაფიანი, შეუდედებელი, გამოიყოფა ხველით ბიძგებთან სინქრონულად.
ყველა შემთხვევაში ნაჩვენებია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია. აუცილებელია გულმკერდის რენტგენოგრაფია ორ პროექციაში, ჩვენების მიხედვით – კომპიუტერული ტომოგრაფია, ზოგჯერ ბრონქული არტერიის ანგიოგრაფია. აუცილებელია ბრონქოსკოპია როგორც დიაგნოსტიკური მეთოდი და საჭიროების მიხედვით ბრონქის პალიატურ-სამკურნალო-ტამპონადა.
პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 661 times by 310 viewers



