სისხლდენა მუცლის ღრუში

სისხლდენა მუცლის ღრუში

არჩილ შენგელიალალი დათეშიძე

სისხლდენა მუცლის ღრუში არსებობს შოკის განვითარების ორი მექანიზმი, რომლებიც ერთმანეთს ართულებენ ჰემორაგიული შოკით და ნეიროგენული შოკით. მიზეზები – პარენქიმული ორგანოების ტრავმები (ღვიძლი, ელენთა), საშვილოსნოსგარეთა ორსულობის შეწყვეტა, აორტის ანევრიზმის გასკდომა, ჰემანგიომის ან ღვიძლის სხვა სიმსივნის გასკდომა, ელენთის სპონტანური გასკდომა მალარიის დროს, ლიგატურების დაცურება სისხლძარღვებიდან ოპერაციის შემდეგ. დამახასიათებელია შინაგანი სისხლდენის სიმპტომები (სისუსტე, თავბრუსხვევა, ცივი ოფლი, ტაქიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი). პროფუზული სისხლდენის დროს შესაძლებელია გამოვლინდეს  ტკივილი მუცელში. სისხლის ანალიზში აღინიშნება ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის დაცემა. მუცლის პალპაციით – მუცლის კედლის დიფუზური მტკივნეული რეზისტენტობა, მუცლის ზომების გადიდება; ნაწლავის პერისტალტიკა ცუდად ისმის. საშოსმხრივი გამოკვლევით აღინიშნება საშოს თაღის ჩამოწევა. გარდა აღწერილი სიმპტომებისა, მნიშვნელობა ენიჭება ლაპარასკოპიას, ლაპაროცენტეზსა და საშოს უკანა თაღის პუნქციას.

სისხლდენა მუცლის ღრუში მკურნალობა ოპერაციულია – სისხლდენის შეჩერება სისხლდანაკარგის პარალელური შევსებითა და სხვა შოკის საწინააღმდეგო ღონისძიებებით. მძიმე მდგომარეობის დროს მუცლის ღრუს გახსნისა და სისხლის ასპირაციის შემდეგ თავდაპირველად სისხლდენას აჩერებენ ტამპონადით, ახდენენ ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შევსებას და მხოლოდ შემდეგ საბოლოოდ აჩერებენ სისხლდენას.

სისხლდენა მუცლის ღრუში – პროგნოზი დამოკიდებულია სისხლდენის მიზეზზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ქირურგიული დაავადებები