სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

გარეგანი სისხლდენა – სისხლდენა  დაზიანებული სისხლძარღვიდან ღია მექანიკური ტრავმის ან სისხლძარღვის კედლის განვლადობის დარღვევის შედეგად. სისხლდენა შეიძლება იყოს არტერიული, ვენური და კაპილარული. კაპილარულ სისხლდენას პარენქიმული ორგანოებიდან უწოდებენ პარენქიმატოზულს. სისხლდენის დროს საშიშია არა იმდენად ერითროციტების დაკარგვა, რამდენადაც ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება და ჰემოდინამიკური დარღვევები. ალისფერი სისხლის ფანტანისებრი, პულსირებადი ნაკადი წარმოადგენს არტერიული სისხლდენის ნიშანს. სხეულის ზედა ნახევრის მსხვილი ვენებიდან სისხლდენის დროს სისხლი შესაძლებელია გამოედინებოდეს წყვეტილი ნაკადით, მაგრამ სინქრონულად სუნთქვასთან და არა პულსთან. არტერიული სისხლდენის დროს სისხლძარღვის გადაკვანძვა დაზიანების  ადგილიდან პროქსიმალურად, აჩერებს სისხლდენას, ხოლო ვენური სისხლდენის დროს – აძლიერებს მას. კაპილარული სისხლდენის დროს სისხლი მოდის თანაბრად, ჭრილობის მთლიანი ზედაპირიდან.
გარეგანი სისხლდენის სიმძიმეს აფასებენ სისხლდენის ხასიათის (არტერიული, ვენური, კაპილარული), სისხლმდენი სისხლძარღვის სანათურის, სისხლის დაღვრის სიჩქარის მიხედვით. აღწერილია მეორადი სისხლდენები, რომლებიც განპირობებულია თრომბის მოწყვეტით დაზიანებული სისხლძარღვიდან, მაგალითად იმობილიზაციის დარღვევისას ავადყოფის ტრანსპორტირების დროს.

მკურნალობა. არტერიული სისხლდენის დროებითი შეჩერება ხდება სისხლდენის შემაჩერებელი ჟგუტის დადებით. ვენური და კაპილარული სისხლდენის დროს ეფექტურია დამწოლი ნახვევი. ჟგუტის დადებას მიმართავენ კიდურებზე სისხლდენსა დროს და ადებენ ჭრილობის ადგილთან ახლოს. სუსტად დადებული ჟგუტი აძლიერებს სისხლდენას; ჟგუტის დადების ეფექტურობას განსაზღვრავენ სისხლდენის შეჩერების მიხედვით, კიდურის სიფერმკრთალით, პერიფერიაზე პულსის შეჩერებით. ჟგუტის დადება რეკომენდებულია არა უმეტეს 2 საათისა. აუცილებელია მისი დადების დროის აღნიშვნა. თავზე, კისერზე, კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე, სადაც ჟგუტის დადება ტექნიკურად შეუძლებელია, ახდენენ არტერიაზე თითით დაწოლას დაზიანების ზევით მიმდებარე ძვალთან. თუმცა აღნიშნულის გაგრძელება შეუძლებელია 15 -20 წუთზე მეტხანს. ეს მომენტი მნიშვნელოვანია ჟგუტის დადების მოსამზადებლად. სისხლდენის საბოლოო შეჩერება მიიღწევა სისხლმდენი სისხლძარღვის ორივე ბოლოს გადაკვანძვით.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 524 times by 268 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka