სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

აორტის რკალის ტოტების ოკლუზია – იწვევს თავის ტვინისა და ზედა კიდურების იშემიას.

ეტიოლოგია: ათეროსკლეროზი, არასპეციფიკური აორტო-არტერიიტი, კომპრესია, სისხლძარღვთა თანდაყოლილი ანომალიები, ფიბრომუსკულარული დისპლაზია.

დაავადების პათოგენეზში ძირითადი რგოლია თავის ტვინის უბნების ჰიპოქსია, რომლებიც სისხლმარაგდებიან დაზიანებული არტერიებით. თავის ტვინის 4 არტერიიდან ერთ – ერთის დაზიანებისას თავის ტვინის შესაბამისი უბნის სისხლმომარაგება შესაძლებელი ხდება დიდი ტვინის არტერიული წრით სისხლის გადადენის შედეგად; თუმცა ზოგჯერ ეს იწვევს პარადოქსულ ეფექტს. ლავიწქვეშა არტერიის პროქსიმალური ნაწილის ოკლუზიის დროს სისხლი ზედა კიდურში ხვდება დიდი ტვინის არტერიული სისტემიდან, რის გამოც ღარიბდება ამ უკანასკნელის სისხლმომარაგება, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს (ლავიწქვეშა მიტაცების სინდრომი). ოკლუზიის ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა საძილე არტერიების ბიფურკაცია (50%), იშვიათად – საერთო საძილე არტერია, მხართავის ღერო, ლავიწქვეშა და ხერხემლის არტერიები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 957 times by 450 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka